ლექსი თეთრი ბილეთი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3889
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სევარიონ ნადირაძე
გამომცემლობა
საუნჯე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"რისთვის აღარ შეუდარებიათ და რა მეტაფორა აღარ მოუძებნიათ ლექსებისათვის და... ვითომ ამოიწურა მეტაფორათა სალარო? და თუ არა, რას შეიძლება შეუდარდეს კიდევ პოეტური ნიმუშები? რას და: ხეებსაც. თანაც, მაღლებს. და ეს იმის მიუხედავად, ლექსი მოკლე, მოსხლეტილი იქნება თუ გაგრძელებული. ასეა სევარიონ ნადირაძის ლირიკულ წარმოსახვებში, სადაც ლექსები ბეწვის ხიდებსაც შეიძლება დაემსგავსოს, ვარსკვლავებს შორის თრთოლვით გაბმულებს; რითმებად დაწყვეტილ ნერვებსაც რომ იყენებს; სატრფოზე ფიქრით დაღლილ ღამისთევებსაც; ღილსაც გულზე აწყვეტილს; ნიღაბსაც, პოეტს მკაფიოდ რომ ვერც გაურჩევია, თვითონაა ლექსის ნიღაბი თუ ლექსია მისი ნიღაბი; სატრფოს თვალების ასაკენკ ნამცეცებსაც... ჯვრებივით ფეხადგმულებსა და ვაზივით გასხლულებსაც; და ტანინიანიც შეიძლება გაუხდეს სტრიქონები რქაწითელივით... ეს არაა მარტოდენ მოხდენილი თუ მარჯვედ მიგნებული მეტაფორები, პოეტის ცხოვრების სტილი უფროა არსებობა ლექსში; ბედისწერა უფრო და არა ხელობა; და ამიტომაც მიიწევს შიშით სიტყვის ბაგირზე და მონანიე პილიგრიმივით დახეტიალობს ლექსიდან ლექსში. მასხარის დამღით? " /როსტომ ჩხეიძე/
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები