ძველი გულებისა და ხმლისა
რეიტინგი
1 / 5
ნახვა
140
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
აკა მორჩილაძე
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
„სხვანაირი მოქცევა კი აქვთ, ჩვენთვის უცხო და მიუღებელი, მაგრამ რაღაცნაირი რაინდობა მოსდგამთ, რომელიც არ შეიძლება არ გხიბლავდეს,“ – ასე ახასიათებს აკა მორჩილაძის ახალი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, რუსი ქალბატონი, ქართველებს. რომანში მოქმედება 1828 წელს ხდება: მალე რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყება, საქართველოს დაპყრობიდან კი თითქმის მეოთხედი საუკუნეა გასული. რუსი დამპყრობლები არ იცნობენ ქართველებს და მათ კულტურას. ანდა რა გასაკვირია, თავად ქართველებიც ხომ არ იცნობდნენ საკუთარ კულტურასა და ერთმანეთს: მათაც საქართველო ხან ერთი ეგონათ და ხან ორი – ლიხს იქით და ლიხს აქეთ. რუსი პოლკოვნიკისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მოკლა ბადუნა ფავნელმა ოფიცერი გეხტი, რომელიც თბილისის ბაზარში რუსი ქალიშვილების თავის მოსაწონებლად სპარსელ მეშაქარლამეს ტკბილეულს უნადგურებდა. ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ-ბეი, ადამიანების გამტაცებელი ქართველი აჩიკ-ბაში, რუსი პოლკოვნიკი ენკელი, მისი ქალიშვილი ეკატერინა, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, პორუჩიკი მანველოვი და ახალგაზრდა ქართველი აზნაური ბადუნა ფავნელი – ამ პერსონაჟების ბედი უცნაური ხლართებით უკავშირდება ერთმანეთს და გმირების ტრაგიკული ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები