ლოცვა-შეგონებანი სახარების მიხედვით
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
195
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დალი გიორგაძე
გამომცემლობა
დალი გიორგაძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ლოცვა-შეგონებანი სახარების მიხედვით ემოციურ კავშირშია საღმრთო წერილთან. ავტორს განუზრახავს თანამედროვე საყოფაცხოვრებო საზრუნავით და მერკანტილური იდეებით დატვირთული საზოგადოება ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, აურთიერთოს საღმრთო წერილთან, სახარებასთან. უფლის მცნებების შეცნობისა და გააზრებ-გასიგრძეგანებისას შეუმჩნევლად შეიყვანოს სახარების უწმინდეს წიაღში და შეაძლებინოს საღმრთო მადლის მიმღებლობისთვის ზრუნვის დაწყება, აღძრას მადლის მისაღებად ღვთის შემეცნებისთვის. არსებული ნაშრომი თანამედროვე ენით გადმოცემული ბიბლიური ლოცვა-ღაღადისია. ნაშრომი ლოცვითი და შეგონებითი ფორმით გადმოცემული სახარებისეული სწავლებების თანამედროვე კრებულია, რომელიც მიუხედავად ავტორის პოეტური შთაგონებით განმსჭვალული სტილისა, არ სცდება დოგმატურ ჩარჩოებს და საღვთისმეტყველო ლიტერატურის რანგში მოიაზრება. წიგნის გამოიცა დეკანოზ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ილია ჩიკვაიძის რედაქტორობით და კურთხევით!
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები