ზვიადობა - რამდენიმე ესე და მოგონება ზვიად გამსახურდიაზე

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მკითხველს ვთავაზობ ოთხ ესეს მიძღვნილს ზვიად გამსახურდიასადმი. ზვიად გამსახურდიას პიროვნებისა და იდეოლოგიის შთაგონებით კიდევ მაქვს დაწერილი სხვა ესეებიც, მისი მომხრე, თავდადებული ადამიანებისადმი მიძღვნილი. იმ ესეებს სხვა დროს და სხვა კრებულში აუცილებლად გამოვაქვეყნებ. ეს წიგნი კი მხოლოდ ბუმბერაზებს, ზვიადსა და მერაბს ეძღვნება, ზვიადს - ესეები, მერაბს კი - ზვიადზე ესეების წიგნი. ვინაიდან ვერ წარმომიდგენია საქართველოს უახლესი ისტორია თანამედროვეობის ტარიელისა და ავთანდილის - ზვიადისა და მერაბის მეგობრობისა და თანამებრძოლობის გარეშე. ასევე, მკითხველს ვთავაზობ რამდენიმე მოგონებას ბატონ ზვიადთან ჩემი ურთიერთობის შესახებ და ზვიადის პერსონასთან დაკავშირებით კიდევ ორიოდე მოგონებას, რომლებშიც მისი პერსონის მნიშვნელობა და მისი პოზიციის ჭეშმარიტება ჩანს. ეს მოგონებები, ვფიქრობ საინტერესო იქნება საზოგადოებისათვის, რადგან კიდევ ერთხელ წარმოაჩენს შესანიშნავი ადამიანის შესანიშნავ ადამიანურ თვისებებს და მის გავლენას ადამიანებზე, მოვლენებზე და მისდამი დამოკიდებულებაში შემცდართა განცდებს. ზვიად გამსახურდიაზე და სხვა ადამიანებზე და მოვლენებზე მისი პიროვნების გავლენის შესახებ სხვა მოგონებებიც მაქვს, რომლებსაც სხვა დროს გამოვაქვეყნებ. აქვე, მკითხველს ვთავაზობ ზვიად გამსახურდიას მიმართვას "იბერიულ-კავკასიური მოძრაობა - ეროვნული ფრონტისადმი / ქართული რენესანსის კავშირისადმი". ეს მიმართვა პრეზიდენტმა გამსახურდიამ დაწერა გროზნოში 1992 წლის 12 ივნისს. მიმართვა თავად ჩამოვიტანე გროზნოდან თბილისში (ერთად ვიყავით: თემურ ჩახავა, ზურაბ ღვინეფაძე, ბეჟან მესხი და მე).

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაგაიოზ მამალაძის წიგნები
გვერდები55
გამოცემის წელი2026