ჯოია

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

154

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ნინო სურგულაძის მოთხრობების კრებული „ჯოია“ აერთიანებს ცხრა დამოუკიდებელ ამბავს – ისტორიებს ადამიანებზე, რომლებსაც ერთი რამ აკავშირებთ: გადარჩენის ჟინი იმ რეალობაში, სადაც სიყვარული ისეთ ძალას იძენს, რომ უარყოფა შეუძლებელი ხდება; სადაც პირადი სივრცე საჯარო ინტერესის საგნად იქცევა; სადაც ბედისწერისგან თავის დაღწევა შეუძლებელია – მაშინაც კი, როცა ყველაფერი თითქოს ჩვენ გარეშეც ხდება; სადაც დაავადება გვართმევს საყვარელ ადამიანს; და სადაც ემიგრაცია ხშირად ერთადერთი გამოსავალია. ეს მოთხრობები ჩვენი ყოველდღიურობის ანარეკლია, რადგან მათში შეიძლება საკუთარი თავიც ამოვიცნოთ. ეს ისტორიები იმ ოცნებებზეცაა, რომლებიც ხანდახან მიუწვდომლად გვეჩვენება, თუმცა ისინი მაინც პოულობენ გზას რეალობამდე – იქნებ არა აქ და ახლა, მაგრამ სადღაც შორს, უცხო გარემოში, უცნობ ადამიანებს შორის მაინც. და სწორედ აქ იბადება ის მარცვალი, რომელიც ხშირად ადამიანისთვის მარადიულ სიხარულად, „ჯოიად“ იქცევა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941319228
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები144
გამოცემის წელი2025