როგორ იყო სრულყოფილი და სხვა ლექსები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
20
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
რონ პეჯეტი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რონ პეჯეტის პოეზია, არ მახსოვს, პირველად სად გადავეყარე, მაგრამ მახსოვს, სად შევიყვარე - ჯიმ ჯარმუშის ფილმში „პატერსონი“. მთავარი პერსონაჟი ავტობუსის მძღოლი, ყოველდღე რუტინულად გადის ერთსა და იმავე გზას, უყურებს ერთსა და იმავე მგზავრებსა და შენობებს, სამსახურის შემდეგაც კი რუტინული ერთფეროვნებითაა სავსე მისი ცხოვრება: უგემური ვახშამი, ძაღლის გასეირნება, კათხა ლუდი ბარში, პატარა ქალაქის ნაცნობი სახეები... რუტინული ერთფეროვნება მხოლოდ იმ რამდენიმე წუთში ქრება, როდესაც ძილის წინ ციცქნა ოთახში იკეტება და ლექსებს წერს. მახსოვს, როცა პირველად ვუყურე, ვიფიქრე, რომ აი, იმ ციცნა ოთახში. იმ რამდენიმე წუთში ამოქექილი პოეტური გონით ახერხებს მძღოლი პოეზიის უარმყოფელ, მძიმე და დაუფასებელი შრომით დატვირთულ ცხოვრებაზე გამარჯვებას. ოღონდ გამარჯვება აქ პაექრობაში ჩართული მხარეებიდან ერთ-ერთის გამარჯვებად კი არ წარმომედგინა, პირიქით ჭიდილში არშესვლას რომ ახერებს, ამით გამარჯვებად.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები