ძველი კარი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
31
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნ.მ. ფაცაცია
გამომცემლობა
ნერი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რა მოხდებოდა, 1921 წლის თებერვლის იმ თოვლიან დღეს უკანასკნელი ავიაბომბი მიზანს რომ მოხვედროდა? შეიძლებოდა თუ არა ერთ წამს, ერთ აფეთქებას და ერთ გადაწყვეტილებას მთელი ქვეყნის ისტორია შეეცვალა? „ძველი კარი“ ტექნოლოგიური ნუარია, დაძაბული ამბავი, რომელიც ერთ კითხვას სვამს: რა მოხდებოდა, ისტორია სულ სხვა გზით რომ წასულიყო? ერთი შეხედვით ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ ამ რეალობის მიღმა კიდევ არსებობს სხვა სამყარო, რომელიც იმ ერთი სხვაგვარად დასრულებული დღის შედეგია. იქ საქართველო ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომლის არსებობაც ჩვენს ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ამ სამყაროში ძველი კარი მხოლოდ არქიტექტურული დეტალი არ არის. ის ზღვარია ორ რეალობას შორის, ორ ისტორიას, ორ მომავალსა და ორ სიმართლეს შორის. რა ხდება, როცა ეს რეალობები ერთმანეთს ეჯახება? სად მთავრდება თავსმოხვეული ილუზია და სად იწყება ნამდვილი თავისუფლება? ზოგჯერ მთელი ისტორიის შესაცვლელად ერთი კარი საკმარისია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები