ცხოვრებით ტკბობა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

424

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ნაწარმოებში, ძირითადად, დიალოგების სახით არის წარმოდგენილი ოთხი მეგობრის გულწრფელი ურთიერთობები, მათი მოსაზრებები მეგობრობაზე, სიყვარულსა და ზოგადად, ცხოვრებაზე. მათი აღქმით, სიცოცხლის აზრი მდგომარეობს მოცემული მომენტით ტკბობაში, აწმყოს მიმართ მადლიერების გამოხატვასა და სიყვარულის გაცემაში, რაც, გარკვეულწილად, კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში არსებული მდგომარეობიდან მაქსიმალურად პოზიტიური ენერგიის მიღების უნარის გამომუშავების საშუალებით მიიღწევა. წიგნში შეხვდებით ბევრ მხიარულ, ირონიულ თუ სევდიან მომენტს, ბევრისთვის ნაცნობ სიტუაციებს, დიალოგებს და ემოციებს. მოქმედება ძირითადად ლამაზ და მყუდრო ადგილებში მიმდინარეობს, იქ, სადაც გემრიელი საჭმელ-სასმელი და განტვირთვისთვის იდეალური გარემოა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მეგობარი, ასე თუ ისე, თანაბრად მნიშვნელოვანია, მთავარ პერსონაჟად მაინც ელენი გვევლინება. ის, რამდენადაც, ლაღი, გაწონასწორებული, თავისუფალი, გონიერი და მშვიდია, იმდენად, ზოგიერთ საკითხში, ზედმეტად დაძაბული და მორიდებულია, რაც მასზე გაორებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს კიდევ სჭირდება მუშაობა, რომ საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს და სათანადო თავდაჯერება მოიპოვოს. განსაკუთრებით გონივრულ რჩევებს იძლევა პირად ურთიერთობებზე, მაგრამ საკუთარში ზოგჯერ გაურკვევლობას გრძნობს, შიშები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პერსონაჟების პირად ცხოვრებაში რადიკალური და ბევრად საინტერესო ცვლილებები მიმდინარეობს, ვიდრე ელენთან და მისი ურთიერთობა უხმაუროდ გასდევს ფონად მთელ ნაწარმოებს, ის მაინც ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალს შეიცავს.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობათამთა ჭადაშვილის წიგნები
გვერდები70
გამოცემის წელი2026