პეპლის კოცნა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

26

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

„პეპლის კოცნა“ არის ამბავი იმ შიშებზე, რომლებიც მოქმედების საშუალებას არ გვაძლევს — შიში სიყვარულისა, შიში მარტოობისა და, რაც მთავარია, შიში საკუთარ თავად ყოფნისა. ეს არის ამბავი ლილაზე, რომელიც ბავშვობიდანვე სხვისი მოლოდინების, გაუცხოებისა და უთქმელი ტკივილის ტყვეობაში იზრდება. ლილა გოგონაა, რომელიც სამყაროს სიყალბეს ადრეული ასაკიდანვე ამჩნევს. ის ხედავს, რომ ადამიანები სიტყვებს სიმართლის სათქმელად კი არა, მის დასამალად იყენებენ. ერთადერთი, რაც მას ეხმარება, ნათლია მარია და მისი ნაჩუქარი პატარა ზარდახშაა, სადაც წინადადებებს ინახავს — თითქოს პასუხებს ეძებს სამყაროსგან, რომელიც მისთვის სულ უფრო გაუგებარი ხდება. პირველი ღალატი, პირველი სირცხვილი, პირველი დანაშაულის შეგრძნება — ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ლილა იწყებს საკუთარი თავის ყველაფერში დადანაშაულებას. „პეპლის კოცნა“ - არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნაზი, ფაქიზი სული ნელ-ნელა გადაიქცეს იმად, რისიც ოდესღაც ეშინოდა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941497896
გამომცემლობამარიამ ბაწელაშვილის წიგნები
გვერდები113
გამოცემის წელი2026