დამკვირვებელი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
18
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლაშა ბუღაძე
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„მე ვბრუნდებოდი 24 წლის შემდეგ, მაგრამ არა საქართველოში, არამედ მის ნარჩენში და ყოფილში, როგორც აქ უწოდებდნენ იმას, რაც ადრე საქართველო იყო.“ დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მმართველობამ ამ ქვეყნისგან მხოლოდ აჩრდილი, ზონებად დანაწევრებული და იდიოტებით დასახლებული ტერიტორია დატოვა. უცვლელობის, მიწისქვეშ მალვისა და სიყალბის ოცდაოთხმა წელიწადმა ქართველებს – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – მომავლის შეგრძნება დაუკარგა. თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში, თითქოს მოულოდნელად, არჩევნების არჩევნები ინიშნება – გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა, არჩევნები იმართებოდეს. ამ პროცესზე დასაკვირვებლად კი მსოფლიოში გაბნეულ ქართველებს იწვევენ. მათ საკუთარი თვალით უნდა იხილონ სამშობლო, რომლის მცხოვრებლებიც აღარ აღიქმებიან თანამემამულეებად; დედაქალაქი, რომლისგანაც ძველებური თითქმის აღარაფერია შემორჩენილი; ენაც კი, რომელიც ყველას ერთი ჰქონდა, სხვაგვარად ჟღერს. „დამკვირვებელი“ აღწერს დრო-სივრცეში დაკარგულ რეალობას, რომელსაც არა დისტოპიის, არამედ შავბნელი სარკის ეფექტი აქვს და დამთრგუნველი სიმძაფრით გვიჩვენებს დიდ გეოპოლიტიკურ ქარცეცხლებს შორის მოქცეული პატარა ქვეყნის პერსპექტივას. ციტატები წიგნიდან „პირველი ტალღის ემიგრაციას აქ 1921 წლიდან წამოსულებს უწოდებდნენ, მეორე ტალღისას – 1991 წლის შემდეგს, ხოლო მესამეს, ანუ ბოლოს, ჩემი დროისას, ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლების, რომლის ათვლაც ჩვენთვის 2024 წლიდან იწყებოდა.“ „თვის ბოლოს, 31 მარტს, არჩევნების არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, სადაც დამკვირვებლად მივდიოდი.“ „მმართველის უკანასკნელი საჯარო ციტატა, რომელიც მის ამაღლებამდე გავრცელდა და ჩვენამდეც კი მოაღწია, პოლიტიკური ბრძოლის სასიკვდილო საფრთხეს ეხებოდა – მეტოქეობა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის არის საზიანოო.“
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები