დროის ენერგია I
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
18
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვაჟა პაპიძე
გამომცემლობა
ვაჟა პაპიძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ყოველი ჩვენგანის მცდელობა, მოვაწყოთ ყოფა-ცხოვრება რარიგადაც გვწადია, ხშირად ისერიგად არ გვიმართლებს, როგორც სურვილაღძვრულებს ესალბუნება, არამართებული მიმართულებით დავეძებთ შემშლელ მიზეზებს. ზოგჯერ საკუთარ პერსონას ვადანაშაულებთ, ზოგჯერად უშუალო ახლობლებს. ყოფიერების ხლართებით შებოჭილებს გვიჭირს ხოლმე წინაღობების დაძლევის საიდუმლოებათა მიგნება. გზამკვლევის ძიებაში საუკეთესო წლებს ნება-ნება უკან ვიტოვებთ, მერე და მერე ბედის შეწევნას ან ამა თუ იმ სფეროში გამოსაყენებელი ვითარების არ შექმნას (სასურველი მიზნის მისაღწევად) ვუყენებთ ბრალდებას. სასიცოცხლო ძალებს ისეთ არასახარბიელო განცდებს ვახმართ, რომლებიც ჩვენვე გვეწინააღმდეგება იმავდროულად ზღუდეს აგებს მომავალი მოღვაწეობის შესაფერხებლად. იმთავითვე, რომ არ შევაფერხოთ ძალისხმევა მცდელობებისა, თანდაყოლილ უნარებს, შესაძლებლობათა შეცნობის ხერხს, ასევე რეალიზებასა და სისრულეში მოყვანის მეთოდებს უნდა ვცნობდეთ, ამისთვის საუკეთესო მიმართულებაა ბუნებაში არსებული სათანადო კანონთა ცოდნის შეძენა, შემდგომ მათი თანმიმდევრულად მართვა-გამგეობა. დროის ენერგიის პირველ წიგნში გადმოცემულია სწორედ, აღნიშნული წინააღმდეგობების დასაძლევი საშუალებათა ნუსხა. განხილული არის სამივე საწყისის: სულიერის, გონიერის და ფიზიკური სხეულის ჰარმონიული განვითარების შესაძლისობები. აქ მთავარ როლის შესრულება დავალებული აქვს გონს (გონიერებას). გონი უნდა ვაშუამდგომლოთ სულიერ და ფიზიკურ სხეულს შორის, როგორც სწორი გზავნილების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს, ჯერ საღი და ჯანსაღი მდგომარეობამდე მიყვანას, მერმედ სამივე საწყისების უზადო მაჩვენებლებით მათ შენარჩუნებას. ინტერესს იწვევს სპეციალური სეანსების ჩართვა, ენერგო თერაპიის ფორმატით. ახალგაზრდული ენერგეტიკის გარდმოქმნა დროის ენერგეტიკად ანუ როგორ ძალგვიძს ვიგრძნოთ თავი ბედნიერად. დასკვნით ნაწილში გაეცნობით საეკლესიო-საერო ტრადიციებს თუ რა თერაპიული გავლენა ახასიათებს ერის სულიერი სრულყოფისთვის. აქვე დავსძენდი შვებელის სიტყვებს, ტრადიციები უფრო კარგად მოუძღვებიან წინ ხალხს, ვიდრე ჭკვიანი თავებიო... დასასრულს განხილულია სასარგებლო კანონზომიერებათა სარგებელუნარიანობა, რომელთა გათვალისწინებით შეგეძლებათ მომავლის დაცვა და უშიშიროება. შემონაქმედი იქმნებოდა წმინდა მიწაზე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები