გასული წლები, საყვარელი ვენები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
33
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
იზა ქავთარაძე
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
უცხო სოფელში განმარტოებული ანი ახალშეძენილი მეგობრების დახმარებით ცდილობს დავიწყებული წარსულის - სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი პერიოდის, უკანასკნელი ხუთი წლის - აღდგენას. ეს მცდელობა კი გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული გოგონას, ლიზას, ბედთან დააკავშირებს. სიზმარეული გამოცხადებებით, საკუთარი სიკვდილის ამბის საიდუმლო თხრობით, წარსულისა და აწმყოს საზღვარზე არსებული სიმართლეების გამოაშკარავებით ანი გარდაცვლილის საიდუმლოსაც ხსნის და საკუთარ თავსაც პოულობს - ლიზა ანია, ოღონდ... ლიზას თვითმკვლელობის მიზეზი ნარკოდამოკიდებულებით გამოწვეული ამაოების განცდა და პიროვნული რღვევის ვერგაძლებაა, ანის კი სიკვდილზე (საკუთარ თავზეც) გამარჯვების ასეთი ფილოსოფია აქვს: „ყოველთვის აქვს აზრი ცხოვრების გაგრძელებას!.. მუდამ მოიძებნება სამყაროში რაღაც, რაც აზრს დაუბრუნებს მობეზრებულ სიცოცხლეს“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები