თეთრი ღამეები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

72

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ურშულა ჰონეკის ეს ორიგინალური, ცალკეული მოთხრობებისგან შემდგარი რომანი, რომელიც პრესტიჟული პრემიის, „კონრადის“ ლაურეატი გახდა, პოლონეთის ერთ-ერთი განაპირა პროვინციის ბინადარ ადამიანებზე მოგვითხრობს – სინათლისა და სიბნელის გზაგასაყარზე მცხოვრებ, ჩუმ, შეუმჩნეველ ადამიანებზე, რომელთაც, ავტორისავე სიტყვებითვე რომ ვთქვათ, არასოდეს მისცემიათ საკუთარ ხვედრზე ლაპარაკის შესაძლებლობა. მწერალი ფრთხილად, სულიერი სიფაქიზითა და სინაზით უახლოვდება თავის გმირებს, თანაგრძნობით აკვირდება მათ ყოფას, სულით ხორცამდე ითავისებს ამ ადამიანთა ერთი შეხედვით უინტერესო, მოსაწყენ ყოველდღიურობას და ბევრ ისეთ რამეს ხედავს და განიცდის, რაც სხვებისთვის უხილავი და შეუმჩნეველი რჩება. ისინიც, თითქოს მისი ჩუმი თანაგრძნობით მოხიბლულნი, დაუფარავად უზიარებენ გულისნადებს, სხვისთვის, ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც, გაუმხელელ სურვილს, ოცნებას, სასოწარკვეთას, შიშსა და ტკივილს. წიგნში შესული თითოეული მოთხრობა მარტოხელა ადამიანთა ან ოჯახების ცხოვრებაში მცირე ხნით შეღებული კარია, რომელსაც, ალბათ, თავიდანვე აჯობებს, გვერდი აუარო (ცხადია, თუ ამას მოახერხებ), მაგრამ თუ სულმა წაგძლია და ერთხელ მაინც შეიჭყიტე შიგნით, იქაურ გარემოს თვალს ვეღარ მოწყვეტ და ნანახის დავიწყებაც გაგიჭირდება. ლიტერატურას აქვს უდიდესი უნარი იმისა, რომ სასტიკ რეალობაშიც სილამაზე გაპოვნინოს. ურშულა ჰონეკის ეს კრებული სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941318788
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები192
თარგმანიპოლონურიდან
მთარგმნელიკატია ვოლტერსი
გამოცემის წელი2025