ქართველი და ოსი მწერლების მოთხრობები – მკრთალი ლაქები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
19
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ავტორთა კრებული
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მთარგმნელთა ჯგუფი: ბესო სოლომანაშვილი, ეკა ქევანიშვილი, თეა თოფურია. ამ ჩვენი გეოპოლიტიკის გამო, გამუდმებით დიდ, მსოფლიო ამბებში ვართ გახვეული მთლიანად კავკასია. აბა, წარმოიდგინეთ,ორ დიდ, ერთმანეთის მიმართ აგრესიულად განწყობილ სამყაროს შორის დამაკავშირებელ დერეფანში რომ ცხოვრობდეთ,… მაგრამ ასე მიგვიჩინა განგებამ ადგილი, ჩვენც გამუდმებით სხვების ომების ქარცეცხლში ვართ გახვეული და როგორც შეგვიძლია, თავს ვიცავთ. ამის გამოა, რომ ქვეყანაც ხშირად ირევა. ბევრი გმირიც გვყავს და ბევრი მოღალატეც. საბჭოთა კავშირის რღვევამ და რუსეთის გეოპოლიტიკურმა ინტერესებმა კავკასიელებიც დაგვაპირისპირა ერთმანეთსთან, ტრაგიკული შედეგებით. ადამიანები ერთმანეთს წლობით დაშორდნენ და გადაკვეთის წერტილები ჯერ ისევ ძალიან მკრთალია. ლიტერატურა ის საქმეა, რომელსაც ამ ამბების კვლევა და შეგროვება შეუძლია. დამარხულ ტკივილებთან მიახლოება. რაც უნდა დაძაბულ გარემოში აღმოჩნდე, რაც უნდა რთული საუბრები მოგიწიოს, ერთხელ მაინც უნდა სცადო… ჩვენც ვცადეთ. არ იყო მარტივი – ხან საერთო აზრზე შეთანხმება გვიჭირდა, მაგრამ ის მაინც დავინახეთ. დღეს სად ვართ საერთოდ შეგვიძლია პირისპირ ლაპარაკი? სიმართლის თქმაც მოხერხდა ერთმანეთისთვის – ჩვენ-ჩვენი სიმართლის. მოკლედ, ვცადეთ. და მიუხედავად იმისა, რომ მოსმენა არ იყო ძალიან ადვილი, გადავწყვიტეთ ისევ ლიტერატურით გამოგვეხატა ეს ამბები, რა გვიჭირს, რა ხდება ჩვენს თავს, რაზე ვფიქრობთ და შეიძლება თუ არა შველა. რაღაცნაირად მოვახერხეთ შეთანხმება, რომ ჩვენი მოთხრობები ქართულად და ოსურად გამოცემულიყო. ერთმანეთისთვის იმ ამბების მოყოლით დავიწყეთ, რაც აქამდე არ მოგვიყოლია. გაწყვეტილი კავშირის დროს თავს გადამხდარი, ნაფიქრი თუ უბრალოდ გამოგოგონილი ამბებით – ესეც ხომ ლიტერატურული ფსიქოთერაპიაა. ისტორიული ურთიერთობების და სიმართლის აღდგენის მცდელობაც.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები