თანამედროვე სომხური პროზა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
35
ყველა პაკეტი
ანოტაცია
მრავალფეროვანი, მიმზიდველი და ძალიან ახლობელი — ასეთ ლიტერატურას აღმოაჩენს მკითხველი კრებულში ”თანამედროვე სომხური პროზა”, რომელშიც 24 თანამედროვე სომეხი მწერლის პროზაული ტექსტებია თავმოყრილი. ეს გამოცემა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი მასშტაბური მცდელობაა, ქართულენოვანი მკითხველი აზიაროს სომხურ ლიტერატურაში მიმდინარე ცოცხალ პროცესს. ეს წიგნი ერთგვარი ანთოლოგია-კატალოგია: აქ არის ომის ტკივილები, თვითგამორკვევისთვის ბრძოლა, სამშობლოდან შორს ყოფნის სევდა, რწმენისა და ცრურწმენების თანაარსებობის პრობლემები, ადამიანებს შორის ურთიერთობისა და ურთიერთგაგების სიძნელეები და, რაც მთავარია, ყველა ამბავი აღბეჭდილია დაუვიწყარი სახეებითა და განუმეორებელი ხასიათებით. ამ სახეებსა და ხასიათებს ავტორები ქმნიან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხელწერით და უდიდესი სიყვარულით, რომელიც გადამდებია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები