არაბულის მასწავლებელი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
8646
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი ლობჟანიძე
გამომცემლობა
საუნჯე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
პოეტისა და მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის ახალი წიგნი “არაბულის მასწავლებელი” (გამომცემლობა “საუნჯე”) აერთიანებს იმ ახალ ლექსებს, რომლებიც ბოლო 8-9 წლის მანძილზე დაიწერა. ამ წიგნში არ შედის ლექსები წინა კრებულებიდან: “ობლის კვერი”, “დუღილის ტემპერატურა”, “ბაბუაწვერების თაიგული”. ავტორი, მიუხედავავდ მაძიებელი ბუნებისა, არ მიმართავს მკვეთრ ექსპერიმენტებს და არ ღალატობს თავისი შემოქმედების ძირითად მიმართულებებს. თავისი დამოკიდებულებები ცხოვრების, მისი სისასტიკის და დაუნდობლობის თუ მშვენიერებისა და სიკეთის მიმართ, გამოხატული ხან სევდიანი, ხან ირონიულ-პაროდიული ხასიათით, მდიდარი ლექსიკა, ღრმა პოეტური აზროვნება და ინტელექტუალური გამოცდილება, ყველაფერი ერთად ქმნის მის ერთი შეხედვით სადა, მაგრამ საკმაოდ ღრმა და მრავალშრიან პლასტების მქონე პოეზიას, ყოველგვარი პატეთიკისაგან გათავისუფლებულ თანამედროვე პოეზიას, რომელსაც აქვს უნარი მოგხიბლოს, აგიყოლიოს და თანაგანცდით განაწყოს მკითხველი, რადგან აქ,ამ ლექსებში მკითხველის დღევანდელობა სუნთქავს, ასე ნაცნობი, ასე მტკივნეული, ასე დაუძლეველი...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები