მეზღაპრის გზა (მოთხრობები)
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
17
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ზაალ სამადაშვილი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„მეზღაპრის გზა" ზაალ სამადაშვილის უკანასკნელი წიგნია, რომელიც თავად შეადგინა, როგორც ერთ გრძელ ისტორიად წასაკითხი ამბების კრებული. ასეც გამოვიდა — „მეზღაპრის გზა" ამბების წიგნია, მთელი ცხოვრების განმავლობაში გადახდენილი, განცდილი და მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი ამბების წიგნი. მის გვერდებზე შემონახულია ადამიანები და მათი ხასიათები, შენობები, უბნები და ქუჩები და მათი — დღეს უკვე მხოლოდ ძველი თაობის თბილი სელებისთვის ნაცნობი — სახელები, ქალაქი, რომელშიც მიედინებოდა მწერლის ბავშვობა, სიჭაბუკე და სიჭარმაგე, ადგილები, რომელთა სახება ხან სიზმრებად მოფარფატდება მასთან, ხან სევდიან ფიქრებად, ხან მონატრებად და ხანაც დაუძლეველ სურვილად, სამუდამოდ აღბეჭდოს ისინი ტექსტებში, შეინახოს თავისთვის და შთამომავლობისთვის, ახალთაობელებისთვის. მერე კი გვამოგზაუროს ამ ამბებში „მალაკნის ბაზრიდან"" „ჩაის სახლამდე", „ხაზის რადიოდან" აუდიოკასეტაზე ჩაწერილ ტომ უეიტსის მუსიკამდე და თავად იყოს მეგზური გრძელ გზაზე, რომელიც გაიარა სასურველი მიზნის მიღწევამ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები