აღთქმები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

96

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„აღთქმები“ გაგრძელებაა 1985 წელს გამოქვეყნებული და მთელ მსოფლიოში აღიარებული დისტოპიისა „მხევლის წიგნი“, მისი დაწერა მწერალს გადააწყვეტინა, მისივე სიტყვებით, მკითხველთა აურაცხელმა გამოხმაურებამ და იმ სამყარომ, რომელშიც ვცხოვრობთ. უამრავი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის ამ უმნიშვნელოვანეს რომანს 2019 წელს ბუკერის პრემია მიენიჭება. „მხევლის წიგნმა“ გალაადის პირქუშ კედლებში მოქცეული სულის შემხუთველი და ძალ-მომრეობით სავსე სამყაროს ხმები დაუტოვა მკითხველს. ოცდაათი წლის შემდეგ დაწერილ „აღთქმებში“ ამ კედლების შიგნით უცნაურად გადაიკვეთება ისტორია სამი ქალის, რომლებიც, თითქოს სხვადასხვა გზით მიდიან, მაგრამ ერთ დიდ საიდუმლოში ერთიანდებიან. ეს საიდუმლო ძალაუფლების მრუდე სახის გამოაშკარავებაა, რაც წარმოუდგენელ გაბედულებას და თავგანწირვასაც კი მოითხოვს. მარგარეტ ეტვუდი გალაადში გვაბრუნებს და გვიჩვენებს, რომ სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას, თუმცა ძალადობრივ სისტემაში ეს განსაკუთრებით ძვირად ფასობს. „აღთქმები“ სამი დაუმორჩილებელი ქალის მიერ მოყოლილი ერთი ამბავია სიმამაცეზე, ძალაუფლებასა და იმედზე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941382451
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები436
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელითამარ ჯაფარიძე
გამოცემის წელი2025