კიბე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
203
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ევჰენია კუზნეცოვა
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ტოლიკმა ახლახან აიხდინა ცხოვრების მთავარი ოცნება: იყიდა სახლი, რომელშიც ყველაფერი მხოლოდ ისე უნდა მოეწყო, როგორც სურდა, თანაც თავისი მომაბეზრებელი ოჯახისგან ოთხი ათასი კილომეტრით შორს. თუმცა, ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მას თავს დაესხა მთელი სანათესავო – დედა, ცალფეხა ბიძა, შორეული ნათესავი თავისი ცუგით, რომელსაც მუდამ დორბლი სდიოდა, ტოლიკის და, თავისი დეპრესიული მეგობრით, ფისოებიც კი. მაშინ, როდესაც უკრაინაში დაბომბვის ტალღები ფანჯრებს ლეწავს და ასობით, ათასობით ადამიანს იწირავს, ტოლიკისთვის ომი სანგრებში კი არა, ადამიანების ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო დეტალებშია. ისინი ცდილობენ უცხო ქვეყანაში მოიწყონ დროებითი სამყოფელი, სადაც გამუდმებით პომიდვრის სურნელი იტრიალებს. აქ იმ ადამიანების ყოველდღიურობის აუტანელი სიმარტივეა, რომელთა გულებიც სახლში, უკრაინაში დარჩა, მაგრამ ომი მუდამ თან სდევთ. მათი ცხოვრება კიბესავითაა, რომელსაც მრავალი საფეხური, განზომილება და სიმაღლე აქვს. წიგნი გამოიცა მთარგმნელობითი პროგრამის – „თარგმნე უკრაინა“ – მხარდაჭერით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები