Big stories of small city
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
58
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ალაკინ ალაკინ
გამომცემლობა
ALAKIN
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რეალური ამბები რეალური ხალხით. მოქმედება იტალიის პატარა ქალაქში ხდება. ვცდილობ დავინახო ყოველდღიურობაში ბედნიერება, ვიპოვო ის. ამის გაზიარებას ვცდილობ ჩემს მკითხველთან. მოქმედება ხდება იტალიის რომაელების მიერ დაარსებულ პატარა ქალაქში. შუა საუკუნეების შემდეგ ამ პატარა ქალაქში არაფერი შეცვლილა. იგი მდებარეობს ალპების ლამაზი ქედის დოლომიტების ძირში ვენეციიდან ერთი საათის სავალზე. მიუხედავად იმისა, რომ ის კლასიკური გაგებით კუნძულს არ წარმოადგენს, თავისი არსითა და სტილით ნამდვილ კუნძულს წააგავს. იგი გრძელი ხეობის ბოლოს მდებარეობს ამაღლებულ ადგილას. ამბები, რომელსაც გიყვებით რეალურია, ჩემი კუთხით დანახული. მოქმედი პერსონაჟები რეალური ხალხია. ამის დამადასტურებლად მათი ფოტოებიც, ისევე, როგორც ლოკაციები ილუსტრაციებად თან გასდევს ნოველებს. ამ პატარა ქალაქს გააჩნია თავის, ქვის გალავნით შემოღობილი, ისტორიული ცენტრი. ამ ისტორიულ ცენტრში მხოლოდ რვაასი ადამიანი ცხოვრობს. აი, ეს ხალხია მოქმედი პირი ნოველების, ისევე, როგორც ბარები და პატარა რესტორნები თავიანთი საუცხოო წითელი ღვინით. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები