კოჩა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
9
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ევგენი აქუბარდია
გამომცემლობა
მარინა აქუბარდიას წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ევგენი აქუბარდია - მწერალი, პუბლიცისტი, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი დაიბადა ჯვარში (წალენჯიხის რაიონი) 1926 წლის 22 ნოემბერს. 1953 წელს წარჩინებით ამთავრებს სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტს. თითქმის 40 წელიწადი მოღვაწეობს აფხაზეთში, ქ. სოხუმის საოლქო გაზეთის - „საბჭოთა აფხაზეთის“ კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. პრესაში ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე ის აშუქებს არაერთი ქართველი და აფხაზი ლიტერატორის შემოქმედებით ღვაწლსა და დამსახურებას. მისი პირველი მოთხრობა სახელწოდებით „ყავარჯნები“, გამოიცა 1953 წელს, 1961-ში გამოდის მოთხრობების პირველი კრებული სახელწოდებით “განთიადისას“. ამავე წელს მწერალი მუშაობას იწყებს რომანზე „კოჩა“, რომელიც სამ ნაწილად გამოიცა აფხაზეთში სხვადასხვა წლებში. 1967 წელს გამოცემულმა პირველმა ნაწილმა მაშინვე აღიარება მოუტანა ავტორს.წიგნის მეორე ნაწილის გამოცემას საფუძვლად დაედო მკითხველის დიდი ინტერესი და გამოხმაურება რომანის გაგრძელების თხოვნით.1991 წელს გამომცემლობა "ალაშარა" აქვეყნებს მოთხრობების კიდევ ერთ კრებულს სახელწოდებით “აკვანი“. 1992-1993წწ აფხაზეთში მიმდინარე ომის განმავლობაში სოხუმიდან გაუსვლელად ევგენი აქუბარდია მუშაობს საბრძოლო გაზეთი „ჯიხას“ გამოცემაში შეთავსებით სამხედრო კორესპონდენტად.მწერალი კალმით იბრძვის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემრიგებლური პოლიტიკის გასატარებლად.„სოხუმი-გმირი ქალაქი“-ასე უწოდებს მწერალი ალყაშემორტყმულ ქალაქს, “რა ლამაზია სიცოცხლე, და როგორ ძალად ვაუკუღმართებთ მზის, ღვთის და დედამიწის შემოქმედების გვირგვინს!“ -წერს ის. „თბილის-ქალაქი დავანგრიეთ,სამეგრელოს თავზე გადაუარეს, აფხაზეთშიც შემოიჭრა ქარიშხალი, იარაღის ენით „დიალოგი“ გაგონილა?!” 1993 წლის 27 სექტემბერს, იმ საბედისწერო დღეს, როცა დაუცველი და განიარაღებული ქალაქი სოხუმი დაეცა, ძლიან გაუჭირდა ქალაქის დატოვება ბრძოლის ველზე გასული ვაჟიშვილის მოლოდნში მყოფს.„გოლგოთა“--ასე ასათაურებს ის ჭუბერის უღელტეხილზე გადმოსვლის ამსახველ მოვლენებს. მწერალს მოუშუშებელ ტკივილად დარჩა განადგურებული, შეურაწყოფილი აფხაზეთი და ძმათა სისხლისმღვრელ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ვაჟიშვილის ბედი. ე.აქუბარდია გარდაიცვალა 2009 წლის 20 აპრილს. დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საბურთალოზე თბილისში. მწერლის შემოქმედებითი დანატოვარი-რომანი „კოჩა“ არაერთხელ იქნა შეფასებული კრიტიკოსების და თანამოკალმეების მიერ როგორც მხატვრული ღირებულების ნაწარმოები. გასული საუკუნის 60 იან წლებში გამომცემლობა "ნაკადული"ს დახურულ კონკურსში სალიტერატურო კრიტიკისა და მკითხველთა განსაკუთრებული აღიარება "კოჩამ დაიმსახურა", რომანი გამარჯვებულად აღიარეს. 2017 წელს გამოცემულ ციალა მესხიას მონოგრაფიაში "ევგენი აქუბარდიას შემოქმედებითი პორტრეტი" ვკითხულობთ: "ეს რომანი ყურადღებას იქცევს ავტორის შემოქმედებითი კონცეფციის მხატვრული რეალიზებით. რომანს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და შემეცნებითი ღირებულება.ავტორი თავის გმირთა შესანიშნავ გალერეას ქმნის. გვიჩვენებს პიროვნების ფორმირების ურთულესს პროცესს". რომანის მაღალი მხატვრული ღირებულება და ადამიანთა ჰუმანურობის ამსახველი ცხოვრებისეული მაგალითები, რაც ასე მნიშვნელოვანია მოზარდი თაობისათვის, ახლებურად წარმოაჩენს და უმკვიდრებს წიგნს თავის ადგილს ქართულ ლიტერატურაში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები