ილიადა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
97
ყველა პაკეტი
ანოტაცია
„ილიადა“ ყველა დროის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ძეგლია. ის ევროპაში დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი პირველი წიგნი და ბერძნული ლიტერატურის უძველესი ნიმუშია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბერძენ გმირებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეთხზული ამბები. პოემაში აღწერილია ტროის ომი, კერძოდ, ომის მეათე წელს მომხდარი ამბავი. პოემა იწყება კონფლიქტით, რომელიც იფეთქებს ბერძენთა ორ უმთავრეს წინამძღოლს შორის. ერთი აგამემნონია, სახელოვანი მხედართმთავარი და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ავტორიტეტი, მეორე კი აქილევსია, ბერძენთა მთავარი გმირი და მორალური ავტორიტეტი. წიგნის სიუჟეტი სულ რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა პოემა ომამდელ ამბებსა და ომის მიმდინარეობის სრულ სურათს მოიცავს. რა შედეგები მოუტანა საბერძნეთს ორ გმირს შორის კონფლიქტმა და როგორ შეცვალა ომის ხასიათი, როგორ განაგებენ ყველაზე ძლევამოსილთა ბედს ღმერთები, რა არის ომი... ამ და სხვა მრავალ კითხვას უპასუხებს ბერძენი გენიოსის შედევრი, რომელიც საუკუნეებია აფიქრებს ადამიანებს სამშობლოს სიყვარულზე, თავდადებაზე, პატიოსნებასა და ღირსებაზე და რომელიც მსოფლიოს ლიტერატურის რჩეულ წიგნთა ნებისმიერ კვლევასა თუ კლასიფიკაციაში პირველთა შორის პირველია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები