პოეზია ტომი I

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

7303

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

თამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს ქ. სიღნაღში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წლიდან ჟურნალ “მნათობის” მთავარი რედაქტორია. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში “პირველი სხივი” (1951), ლექსების პირველი წიგნი – 1956. ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მის პიესებს დგამდნენ სახელგანთქმული რეჟისორები: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. სოფიკო ჭიაურელმა დადგა “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”. დაჯილდოებულია “ივანე ჯავახიშვილის მედლით უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის”, მიღებული აქვს რუსთაველის, სახელმწიფო, ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის “სამოთხის კვარტეტი”. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების “საერთაშორისო ადამიანის” წოდების ნომინანტად დაასახელა. 1982 წლიდან მწერლის სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში, აგრეთვე ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში (ბელგია). კრებულში წარმოდგენილია პოეტის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაპალიტრა L
გამოცემის წელი0