უსასრულობის ზღვარი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

37

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

გიორგი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც ცხოვრება ერთფეროვანი და მშვიდი ეგონა. მაგრამ ყველაფერი იცვლება ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ბარის ფანჯრიდან გოგონას ხედავს — უცნაურად მომაჯადოებელ არსებას, რომელიც მის ყურადღებას მაშინვე იპყრობს. უცნობი, მაგრამ ძლიერი მიზიდულობა მათ ცხოვრებას სრულიად თავდაყირა აყენებს. ამ დღის შემდეგ გიორგის ცხოვრებაში მოულოდნელი და საშიში მომენტები იჩენს თავს. გზაზე გაუთვალისწინებელი შემთხვევები, შეშფოთება და ქაოსი მის ყოველ ნაბიჯს მოსდევს. ყოველივე ეს კი უსასრულო თოვლისა და სიცივის ფონზე ხდება, რომელიც თითქოს უფრო ამძაფრებს სიუჟეტს და მას უფრო მეტად საშიშს და დაძაბულს ხდის. გოგონას გაცნობის მომენტიდან გიორგის ერთადერთი მიზანი გახდა მისი დაცვა, იმ ადამიანის ვინც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თითოეული მასთან გატარებული მომენტი, შანსი და ტკივილი დღითიდღე უფრო მძიმდება და მას საკუთარი შიშების, შეცდომებისა და სურვილებზე გამკლავება უწევს, რათა მიხვდეს, რა არის მისთვის მართლაც მნიშვნელოვანი. გიორგის გზა არის დრამატული და ემოციურად დაძაბული ისტორია. ეს არის ამბავი, რომელსაც მკითხველი მიჰყავს უცნობ, მოულოდნელ და დამაფიქრებელ სამყაროში, იქ სადაც თითოეულ წამში შეიძლება ყველაფერი საგრძნობლად შეიცვალოს, ხოლო თოვლი და სიცივე მუდმივად ქმნის დაძაბულ და გამძაფრებულ ატმოსფეროს, რომელიც არ ჩერდება საბოლოო მომენტამდე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობასიკვდილამდე სიცოცხლე
გვერდები195
გამოცემის წელი2025