კრაზანები კულისებში

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

11

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ბექა კაპანაძე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ადამიანების უმეტესი ნაწილი იქ ყოფნას ამჯობინებს, სადაც სიმშვიდე და ჰარმონიაა. მათ უყვართ ეს კომფორტის სივრცე და არ დათმობენ ამ ნაჭუჭს არასდროს, მითუმეტეს თუ შეჩვეულები არიან ამ ყველაფერს.... მაგრამ არის ერთი დიდი „მაგრამ“ - მათ ასევე უყვართ ისეთი ამბების მოსმენა და ყურება, რისი სიზმარში ხილვაც კი არ შეუძლიათ, ოცნებაც ეშინიათ. თავიდან უყვართ ამ ამბების შემოქმედი პერსონაჟები, მერე შურთ, მერე იძულებენ მათ. ათვითცნობიერებენ, რომ ძლიერები არ არიან და იწყებენ ძირის გამოთხრას, ჭორების დაყრას, დაწყევლილი თვალებით ყურებას, თითქოს ყველა გიშერს გატეხავენ მზერით. ყველა დედის ლოცვას შეერკინებიან თავიანთი წყევლით, ყველა გულზე დაკიდებულ ჯვარს გაუმართავენ ომს. ეს მათი პროფესიაა, მრავალჯერ დამარცხებული დედის ლოცვასთან და ჯვართან, მაგრამ ერთ ბრძოლაში გამარჯვებულები გულის ფხანით ელოდებიან სხვა მსხვერპლს. ისინი მაშინ იმარჯვებენ, როცა აღარც დედაა ცოცხალი და ჯვარიც აღარ სწამს მათ მეტოქეს... რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არ იგულისხმება ამ შხამიან მზერაში, ბევრს კეთილი და მიამიტი გამოხედვა აქვს, რომელიც არასოდეს გაგიტეხავს გიშერს და არასოდეს შეხედავს ჯვარს აუგად, მას მტრად არ ჩათვლი, არ გამოიწვევ დუელში დედის ლოცვას... მაგრამ არც დაგეხმარება, უბრალოდ შეეშინდება, უბრალოდ არ გარისკავს და თვითონაც სეირის მაყურებლად ან მსმენელად გადაიქცევა, ძალაუნებურად. ძნელია იცხოვორო ისე, რომ ყველას უყვარდე, ძნელი კი არა შეუძლებელია. მაგრამ რომ ეცადო, ამაში ხომ ცუდი არაფერია?! თუმცა, არ დაგაცდიან, ცოცხლად შეგჭამენ, ხრამში გადაგჩეხავენ, არ მოგეშვებიან. რადგან შენ არ ხარ მათნაირი, არ გთვლიან თავის სწორად, მარტო იმიტომ, რომ შენი სიკეთე თვალებს უბნელებს მათ, იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ შენსავით სიკეთის გაკეთება. მაგრამ ღალატი, ფული, სხვისი ცოლები არჩიეს და ახლა ჰგონიათ, რომ შენ მათ აშიშვლებ ჩუმად,ხმის ამოუღებლად. შენ შეძელი ის, რაც მათ ვერ შეძლეს, შენთვის მარტივი მათთვის უსასრულოდ ძნელია... ამიტომ ხარ შენ მათი სამიზნე.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაბექა კაპანაძე
გვერდები126
გამოცემის წელი2025