საქართველო 90
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
11
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ბექა კაპანაძე
გამომცემლობა
ბექა კაპანაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ძალა ერთობაშია“ - ეს ორი სიტყვა გვიწერია ქართველებს გერბზე. იმიტომ გვიწერია,რომ მუდამ ამის შეხსენებას ვსაჭიროებთ სამწუხაროდ, მუდამ გვავიწყდება ეს ჯადოსნური ორი სიტყვა, რომლის ასო-ბგერა ჩვენი ენის, ჩვენი კულტურის და გენის გადარჩენის სადარაჯოზე დგას. ყინვაში, ქარში თუ პაპანაქება სიცხეში კლდესავით დგას და ადგილიდან ფეხს არ იცვლის. მრავალჯერ შეურაწყოფილი ჩვენგან, მრავალჯერ დაჭრილი ისევ ჩვენგან. ხმის ამოუღებლად ითმენს ყველაფერს და ერთადერთი აზრით არის გამსჭვალული და დამუხტული, ამ აზრს კი საქართველოს გადარჩენა ჰქვია. სხვა არაფერი არ არის ამ ორი, კეთილად ჯადოსნური სიტყვებისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველო. ცოტა ხელი შევუწყოთ მუდამ ჩვენ სადარაჯოზე მყოფ ამ ორ ხმალს, ამ ორ შიშველ მეომარს, ცოტაც ვისწავლოთ მათგან, ცოტაც მივბაძოთ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სულ მცირედით, სულ ოდნავ უკეთესები გავხდებით, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, უბრალოდ უცნობი ადამიანებისთვის და საკუთარი თავისთვის. ეს ორი მეომარი ჩვენთვის არსებობს და ჩვენც მისთვის უნდა ვიარსებოთ, რომ გადავრჩეთ, ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანები როცა ლოცვას წყვეტდნენ, ზუსტად მაგ დროს ოლიმპოზე ღმერთები საკუთარ ძალას კარგავდნენ და მოკვდავები ხდებოდნენ. ზუსტად იგივე ამბავი ხდება დღეს ჩვენ თავს, მართალია მითოლოგიაში არ ვართ, მაგრამ ამ ორი სიტყვის და ორი მეომრის აზრს რაც უფრო დავივიწყებთ და უკუვაგდებთ, ეს ორი მეომარიც დაუძლურდება, დაბეჩავდება და სააბოლოოდ დაეცემა ბრძოლის ველზე. ისინი სიკვდილის წინ არ იფიქრებენ, რომ გმირულად ეცემიან, ტკივილით და სირცხვილს იგრძნობენ, იმიტომ რომ ჩვენ, დიახ ზუსტად ჩვენ მოვკალით ისინი ჩვენი უგუნური საქციელით, უყურადღებობით და მოყვასის სიყვარულის დაკარგვით. ჭირისუფლებიც აღარ გვერქმევა, წარმოგიდგენიათ ამაზე დიდი სირცხვილი?! ჰოდა წარმოვიდგინოთ ერთად და ეს არ დავუშვათ. დრომ და გარემოებებმა არ უნდა დაგვმართოს ის, რაც ბევრ ერს დაემართა და მხოლოდ მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე დარჩა. ჩვენ ნიჭი გვაქვს, სიყვარულის ნიჭი, რომელიც მსოფლიოს ასულდგმულებს და ეს ნიჭი ჩვენ ჩავფალით მიწაში. არადა ეს ნიჭი ცისარტყელასავით უნდა გადაგვეფინა საქართველოს ლურჯ ცაზე. მაგრამ როგორც ქუხს ისე არ წვიმს,ხელი ხელს რომ ჩავკიდოთ და ერთად ვიდგეთ, კიდევ მრავალ საუკუნეს გავუძლებთ და კიდევ მრავალი საუკუნით დავტკბებით ჩვენი ენით, ჰიმნით, დროშით და დამწერლობით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები