დარიალის ხეობა 1921
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
35
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ბექა კაპანაძე
გამომცემლობა
ბექა კაპანაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ათას ცხრაას ოცდაერთი წლის თებერვალში რუსეთის წითელმა არმიამ ომის გამოუცხადებლად გადმოლახა საქართველოს საზღვარი რამოდენიმე მიმართულებიდან, წითელ არმიას საქართველოს ოკუპაცია ჰქონდა განზრახული.... მთლიანად ხევს იცავდა შვიდას კაცამდე, ქართული რაზმი პოლკოვნიკ სიმონ წერეთელის მეთაურობით, დარიალის ხეობას კი ასი ქართველი მოხევე ნიკო გიგაურის მეთაურობით. ხევის ულამაზეს მიდამოებში კაცი ქუდზე იყო გამოსული სამშობლოს დასაცავად, შეკრებილიყვნენ ხევის მარგალიტთან "გერგეთის სამებასათან" და ლოცულობდნენ, შემდეგ ფიცი დადეს, ძმური ფიცი რომ ერთმანეთს მგლებივით დაიცავდნენ. ფიცს კითხულობდა რაზმის მეთაური ნიკო გიგაური. "გერგეთის სამება" გიგაურების საგვარეულო სალოცავია, მთაზე მოკიაფე მარგალიტი, რომელმაც გზა დაულოცა მოხეევებს სამშობლოს დასაცავად. მეთაურმა ნიკო გიგაურმა პირველი ბრძანება გასცა, ეს იყო ხიდის აფეთქება, რადგან წითელი არმია ტექნიკით არ შემოსულიყო და ქართველებს ვიწრო დარიალის ხეობის უპირატესობა გამოეყენებინათ. ნიკო გიგაური შესანიშნავი სამხედრო ბრძანდებოდა და პირველ მსოფლიო ომში თავიც მრავალჯერ ჰქონდა გამოჩენილი, იგი მამაცი და ზედმიწევნით განსწავული იყო სამხედრო საქმეში.... მან ას კაციანი ქართული რაზმი დარიალის ხეობაში განალაგა და დაელოდა წითელი არმიის მოქმედებას..... რუსულმა ძალებმაც არ დააყოვნეს და თებერვლის უკუნით ღამეში პირველი შეტევა დაიწყეს, ისინი ოცჯერ, ოცთაადჯერ ან უფრო მეტად აღემატებოდნენ ქართველ გმირ მოხევეებს, მაგრამ მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ესე მარტივად შეეგუებოდნენ მთის შვილები მათ სახლში შემოჭრას... ხიდის აფეთქების შედეგად წითელმა არმიამ საბრძოლო ტექნიკის შემოყვანა ვერ შესძლო, მათი ქვემეხები და ტყვიამფრქვევები აზრს კარგავდა ამ ვიწრო ხეობაში, ამიტომ წითელი არმიის ორასამდე მებრძოლმა მიიღო ბრძანება დაზვერვის და თუ მომგებიანი პოზიცია შეექმნებოდათ საბრძოლო მოქმედებაში ჩართულიყვნენ, მათ დაახლოებით იცოდნენ საერთოდ ხევის დამცველთა რაოდენობა და დიდ წინააღმდეგობას არ ელოდნენ. დაიძრა მათი ორასკაციანი დაჯგუფება აფეთქებული ხიდისკენ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები