კიშოტი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

11

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წიგნში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება, ბომბეიდან ლონდონამდე და ნიუ იორკამდე წარმოსახვითი გვირაბი გათხარო, გამოიარო, ბავშვობის მოგონებების ნაწილი თან წამოიღო, ზოგი კი უკან მოიტოვო ან, სულაც, ნაღმებივით გზადაგზა მიმოფანტო – ერთ დღესაც თავადვე რომ დაადგა არეული ფეხი. შეიძლება, ვარსკვლავებს მინდობილმა ნატვრა ჩაუთქვა და ჯეპეტოს ახალი სადარდებელი გაუჩინო – საკუთარი წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიური კუთვნილებისა და სიყვარულის საიდუმლოს მაძიებელი არსება. შეიძლება, ერთდროულად ორი ადამიანიც იყო – მარადიული ღიმილით სახედადაღული მოხეტიალე მოხუცი ან ჯაშუშური რომანების ავტორი „დონ კიხოტეს“ გადაწერის ამბიციითა და თავის პერსონაჟზე არანაკლები ნაღმებით ფეხქვეშ. პერსონაჟების კვალდაკვალ ამ გვირაბს კიდევ ერთხელ გაივლის სალმან რუშდი, რომელმაც თხრა მრავალი წლის წინ დაიწყო, უამრავ ნაღმზე გაიარა, სამყარო ორივე თვალით შეისწავლა და მიხვდა – შესაფასებლად ერთიც იკმარებდა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941377617
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები549
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელინიკა სამუშია
გამოცემის წელი2025