ოლივ კიტერიჯი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

114

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ამერიკელმა მწერალმა ელიზაბეტ სტრაუტმა „ოლივ კიტერიჯისთვის“ პულიცერის პრემია მიიღო. ეს არის მოკლე მოთხრობების კრებული, რომელთაგანაც თითოეული, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება მენში მცხოვრებ მკაცრ, მომთხოვნ და მტკიცე ნებისყოფის ქალს, ოლივს. ეს არის პორტრეტი უბრალო და, იმავდროულად, შთამბეჭდავი ყოველდღიურობის, ადამიანების, დანაკარგების და იმ აზრთა ნაკადის, რომელიც ჩვენს გონებაში ყოველდღიურად ირევა. ერთ პატარა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სირთულეების მიმართ მედეგობა აერთიანებთ. თუმცა ოლივი ყველაზე ღრმად ჩადის პრობლემის არსში და გულწრფელი ძალისხმევით ცდილობს მათთან გამკლავებას. აქ არ გველოდება მოულოდნელობები — ოლივ კიტერიჯი არ გადაინაცვლებს ნათელ მხარეს, არ ხდება უკეთესი ადამიანი კლასიკური გაგებით, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ მის თანაგრძნობას და, რაც ყველაზე უცნაურია, ვხედავთ საკუთარ თავს მასში. მოთხრობების ზოგიერთი გმირი მხოლოდ ერთხელ ჩნდება, მაგრამ სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ოლივი, რომლის სახელიც, შესაძლოა, მხოლოდ ერთ წინადადებაში ისმოდეს, მუდმივად იქაა. შუახანს მიტანებული ქალი იმ სივრცის ნაწილი ხდება, რომელშიც მისი ენერგია, დრო და ცხოვრება ირევა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941381744
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები336
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელისალომე ჩიტაძე
გამოცემის წელი2025