იყო ასეთი ქვეყანა – CCCP

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

114

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„იყო ასეთი ქვეყანა – CCCP“ ირაკლი ლაითაძის ერთგვარი გასეირნებაა უახლოეს წარსულში. ავტორი მომსწრე და მონაწილეა იმ მოვლენებისა, რომლებიც ძერწავდა საბჭოთა სისტემის საყრდენ თვისებებს: აბსურდს, სიყალბესა და სისასტიკეს. იგი აღწერს და აკავშირებს ტოტალიტარული სისტემის მმართველების პოლიტიკას, გატარებულ რეფორმებსა თუ ადამიანის განადგურების ერთმანეთზე შემზარავ ხერხებს. ირაკლი ლაითაძე პირადი გამოცდილებითაც ჰყვება ურჩხულზე, რომელიც ადამიანებს სულ უფრო და უფრო აშორებდა ცივილიზებულ სამყაროს. ცოტა რამ ნათელ ცხოვრებაზეცაა, ვეშაპის მუცელში აღმოჩენილი ავტორისთვის იმ სიბნელიდან რომ გამოკრთებოდა. ვინც მოესწრო, გაიხსენებს. ვისაც გაუმართლა და მისთვის მხოლოდ ისტორიაა, გაიცნობს. ვინ იცის, იქნებ, ისე აქამდე რომ არ სმენია.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-513-65-7
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები152
გამოცემის წელი2024