შეხვედრა; გარიგება
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
105
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გელა ჩქვანავა
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გელა ჩქვანავას ახალი წიგნი მის ორ მცირე რომანს, „გარიგებასა“ და „შეხვედრას“ აერთიანებს. „გარიგება“ შუახნის მარტოხელა ქალის, მედეას, ამბავს გვიყვება, რომელიც ზღვისპირა ქალაქში გადაწყვეტს დასვენებას და იქ გატარებული დღეები მისთვის ერთი მხრივ წარსულთან დაბრუნების, მეორე მხრივ კი განუხორციელებელი სურვილებისა და ახალი გადაწყვეტილებების სივრცედ იქცევა. ტექსტი სავსეა მსუბუქი სევდით, ირონიითა და ცხოვრების უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებით. „შეხვედრა“ კი შუახნის დაქორწინებულ კაცზე, ლევანზე გვიამბობს. მის ცხოვრებაში ძველი სიყვარულის მოულოდნელი გამოჩენა ყველაფერს ცვლის, თუმცა წარსულთან შეხვედრა აქ არა რომანტიკული დაბრუნება, არამედ მძიმე გამოცდაა, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან მარტო ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტურად რომანებს არაფერი აკავშირებს ერთმანეთთან, თემატური გადაკვეთა არსებობს: ყოფითი ყოველდღიური ამბები; შეუმდგარი სიყვარული და მისგან დატოვებული ტრავმა; არჩევანი, რომელიც თითქოს სწორად გაკეთდა, მაგრამ მაინც ტკივილს ტოვებს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები