ტკბილი სიტყვა (თერაპიული ზღაპრები ბავშვებისთვის)

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

21

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ტკბილი სიტყვა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

პროექტის იდეის ავტორი: ნინო კანდელაკი; ავტორები: სოფო ჩიქოვანი, მერაბ ონიანი, ნუნუკა ჭანტურია, ნინო თაკალანძე, ნინო ტარყაშვილი, მარიამ ჯამდელიანი, ლალი აფციაური. ზღაპრები სიბრძნის და გამოცდილების გადაცემის უძველესი ტრადიციაა. ფსიქოთერაპიაში ზღაპრით თერაპია ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად არის აღიარებული, როგორც ბავშვებთან ასევე ზრდასრულებთან. ზღაპარი განსაკუთრებით შედეგიანია ბავშვებთან, რადგან შეესაბამება მათი აზროვნების ჯადოსნურ ბუნებას. სწორედ ამიტომ შევქმენით თერაპიული ზღაპრები ბავშვებისთვის სხვადასხვა თემაზე. ბავშვი საკუთარ თავს აიგივებს მთავარ გმირთან, რაც ეხმარება დაინახოს თავისი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. იდეის ავტორი არის ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. ავტორთა ჯგუფში არიან - ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, პედაგოგი, ფილოლოგი და სხვა სპეციალისტები, რომლებმაც გაიარეს ზღაპრით თერაპიის სასწავლო ხანგრძლივი კურსი ნინო კანდელაკთან. წიგნის კონსულტანტები არიან ფსიქოთერაპევტები მერაბ ონიანი და ნინო კანდელაკი. წიგნი განკუთვნილია მშობლებისთვის, ბაღისა და დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის და ნებისმიერი ბავშვებთან მომუშავე ადამიანისთვის. გამოიყენეთ ზღაპრები მიზნობრივად, როცა ბავშვი მსგავს სიტუაციაშია. თითოეული ზღაპარი ეძღვნება კონკრეტულ ფსიქოლოგიურ პრობლემას და მისი დაძლევის გზებს. აუცილებლად, განიხილეთ ბავშვთან ზღაპარი წაკითხვის შემდეგ. წიგნს დართული აქვს გასაფერადებელი რვეული ზღაპრის მთავარი გმირებით და საკვანძო ეპიზოდებით. გვჯერა, რომ ეს წიგნი კარგ მეგზურობას გაუწევს თქვენს შვილებს სასურველი შედეგების მიღწევის გზაზე.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობატკბილი სიტყვა
გვერდები232
გამოცემის წელი2025