თბილისური დღიური
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
157
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
როდოლფო ჰესლერი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
როდოლფო ჰესლერი საქართველოში ქართველი პოეტების ესპანურ ენაზე სათარგმნელად ჩამოვიდა და თბილისში, მაჩაბლის 13 ნომერში, მწერალთა სახლში ცხოვრობდა. ჰესლერი თბილისს საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს. მის მიერ აღწერილი შენობების დეტალები, ხმები, გემოები, ავტორები, სახელები, ჭიშკრები, რომლებიც აუცილებლობის საფარქვეშ სხვადასხვაგვარ ბრწყინვალებას ინახავენ, ერთი საერთო სურათის ფრაგმენტებია. წიგნში არ არის არც ერთი ზედმეტი სიტყვა, რომ მთავარი სათქმელი გააფუჭოს. ავტორი თავს არ აწონებს ქალაქს და არც ამ ქალაქისკენ გიხმობს ხმამაღალი ძახილით. ამ წიგნში სიყვარულის ახსნისას არავინ ცდილობს, პირველი შეხვედრის უპირატესობა გამოიყენოს და თავისი საუკეთესო მხარით იკეკლუცოს. აქ ავტორი და ქალაქი ისეთები ხვდებიან ერთმანეთს, როგორებიც სინამდვილეში არიან.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები