იტვირთება...

უკანასკნელი იმპერიის კრახი ბიბლიაში

ვალერიან აბულაძე

6,934 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მილიონობით ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, სვამს კითხვას: როგორია ჩემი, ჩემი ახლობლების, ჩემი ქვეყნისა და კაცობრიობის მომავალი? ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხს თითოეული ჩვენთაგანი, თუკი მას გააჩნია სურვილი და ანალიზის უნარი, ადვილად იპოვის ბიბლიაში. ბიბლია, ეს არის სიბრძნის დაუშრეტელი წყარო, ეს არის ცოდნით ამოვსებული უძირო ჭა. ადამიანის აზროვნების, ზნეობისა და სულიერი სიმტკიცისათვის ბიბლია ისეთივე საზრდოა, როგორიც სიცოცხლისათვის წყალი. სამწუხაროდ, ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა განათლებისა და კულტურის დეფიციტის გამო, ამ კითხვაზე პასუხს ეძებს ათასი ჯურის მკითხავებთან და ცრუ წინასწარმეტყველებთან, სადაც ხარჯავენ უზარმაზარ დროს და ფულს. ამით ისინი ნებსით თუ უნებლიეთ დგებიან ეშმაკის სამსახურში. მეორე რჯულში ნათქვამია: ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, (18.10) გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი, (18.11) რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი. (18.12). ეშმაკი ახდენს არა მარტო ამ ადამიანების ფინანსების, არამედ მათი სულების აკუმულირებასაც. მთელი ეს ადამიანური და ფინანსური რესურსი ხმარდება სატანისა და მის მიმდევართა გაძლიერებას, რომლებიც ცვალებადი უპირატესობით ებრძვიან ღმერთს, სიკეთეს. რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს და შეისწავლის ბიბლიას, მით უფრო ნაკლები მიმდევარი ეყოლება ეშმაკს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ამ წიგნში, რომელიც განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, ბიბლიის წინასწარმეტყველებზე დაყრდნობით XXI საუკუნის გადმოსახედიდან აღწერილია რუსეთის იმპერიის წარმოშობა, განვითარება და დასასრული. აქ იხატება ბიბლიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ცივილიზაციის ევოლუციის რთულ გზაზე და ემყარება მხოლოდ ფაქტებს. ჩვენ ვნახავთ, თუ რა ადგილი უჭირავს ბოროტებას დღევანდელ მსოფლიოში, რომელი მხრიდან ემუქრება საფრთხე ცივილიზაციას, ვისაუბრებთ ბოროტების გამომწვევ მიზეზებზე, მომხდარ და მოსალოდნელ შედეგებზე. ვნახავთ, რა წერია ბიბლიაში იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც უკლებლივ ყველა თავის მეზობელს და არა მხოლოდ მეზობელს აწუხებს. რომანოვების დინასტიის რუსეთის ხელისუფლებაში თითქმის 300 წლიანი ყოფნა დაიწყო 1613 წელს ქ. კოსტრომის იპატიევის მონასტერში დინასტიის კურთხევით და დასრულდა 1918 წელს . ეკატერინბურგში, ინჟინერ იპატიევის სახლის სარდაფში მეფისა და მისი ოჯახის დახვრეტით. ნუთუ ასეთი დამთხვევა შემთხვევითია? ლენინის გვამის მავზოლეუმში მოთავსებისთანავე, 1924 წლის 27 იანვარს იქ განლაგებულ საგუშაგოს პოსტი #1 ეწოდა. ეს არის საბჭოთა კავშირში და შემდეგ რუსეთის ფედერაციაში ყველაზე დაცული ობიექტი. ბუნებრივად იბადება შეკითხვები: რატომ არის ეს ობიექტი ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც კომუნისტური, ისე პოსტკომუნისტური რუსეთის იმპერიისათვის? განა რა ინახება ის ისეთი განსაკუთრებული, რასაც რუსეთის ვერც უწინდელი და ვერც აწინდელი ხელისუფლება ვერ ელევა? ნუთუ მხოლოდ ლენინის გვამი? რატომ არის ლენინის მავლოზეუმსა და ბაბილონის გოდოლს შორის ასეთი მსგავსება? რატომ ათავსებს ბიბლია გოგისა და მაგოგის ქვეყანას დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე? ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხს იძლევიან წინასწარმეტყველები ესაია, დანიელი, ეზეკიელი და სხვები. ზედმიწევნით ზუსტად აქვს აღწერილი რუსეთის ისტორია და გაანალიზებული მისი სიმბოლიკა ეზრას. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იოანე ღვთსმეტყველი „აპოკალიფსის“-ში, სადაც დავინახავთ რუსეთის ყოფილ და თანამედროვე ბელადებს. აქვს მივიღებთ პასუხს კითხვაზე: რატომ არის ვლადიმირ პუტინი რუსეთის უკანასკნელი მმართველი? კიდევ ბევრ სხვა საინტერესო თემებს გაეცნობა მკითხველი წინამდებარე წიგნში, რომელიც ერთნაირად გასაგებია, როგორც პოლონელებისთვის - ისე იაპონელებისთვის, როგორც ფინელებისთვის - ისე ავღანელებისთვის და ნებისმიერი ეთნოსის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი რუსებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტად თვით იწვნიეს ბოროტების დამანგრეველი ძალა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-6553-8
სათაური:
უკანასკნელი იმპერიის კრახი ბიბლიაში
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
104
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
6934
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]