დაუმორჩილებლობის გამოგონება
რეიტინგი
3 / 5
ნახვა
171
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
შვეიცარიელი მწერალი და დრამატურგი მარტინა კლავადეჩერი დაიბადა 1979 წელს. გერმანული ლიტერატურის, ლინგვისტიკისა და ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ სხვადასხვა გერმანულენოვანი თეატრისთვის წერდა სცენარებს, მოიპოვა ესენის საავტორო ჯილდო და ნომინირებული იყო ჰაიდელბერგის ყოველწლიურ დრამატურგთა კონკურსზე. 2021 წელს რომანისთვის „დაუმორჩილებლობის გამოგონება“ მიიღო შვეიცარიული წიგნის პრემია. პაპანაქება სიცხეა. ირისი მანჰეტენში თავის ბინაშია და მოუთმენლად ელოდება სტუმრების მოსვლას, მათთან ერთად ვახშმობასა და სხვადასხვა თემაზე საუბარს, რაც მის ცხოვრებას ოდნავ უფრო საინტერესოს ხდის. ლინგი სექსთოჯინების ფაბრიკაში მუშაობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. მისი ფუნქციაა მზა თოჯინების შემოწმება და დეფექტების გამოსწორება. სამუშაოს შემდეგ სახლში მარტო მყოფი საყვარელ ფილმებს უყურებს. მე-19 საუკუნის ევროპაში კი ადა ლავლეისი ახალი მანქანების გამოგონებაზე ოცნებობს, დაუმორჩილებელი ქალი მათემატიკურ გამოთვლებსა და სამეცნიერო კვლევებშია ჩაფლული. სამი მთავარი პერსონაჟი, სამი ქალი სამ სხვადასხვა სამყაროში. სამივე ცხოვრების არსს ეძებს და არც კი იციან, რომ ერთმანეთთან არიან დაკავშირებული... “გამოგონება ჩვენი საუკეთესო უნარია”. - მარტინა კლავადეჩერი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები