დაუფარავი ღიმილი
რეიტინგი
3.4 / 5
ნახვა
300
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ფრანსუაზ საგანი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
დომინიკი სტუდენტია. მოხდენილი, გონებაგახსნილი, ფიქრიანი და მეოცნებე გოგონა უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას სწავლობს და ბედნიერია ბერტრანთან, თავის შეყვარებულთან, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს. მაგრამ ამ ერთი შეხედვით იდეალურ ურთიერთობაში დომინიკი ხანდახან უკიდეგანოდ მოწყენილია, ხანდახან კი „ბედნიერების საშინელი განცდა" ეუფლება. ერთ დღესაც ამ ნაზ და სენტიმენტალურ ყოველდღიურობაში შემოდის ლუკი, ნაცრისფერთვალებიანი სიმპათიური მამაკაცი დაღლილი გამომეტყველებით,ბერტრანის ბიძა. და ყველაფერი იცვლება – იწყება თავბრუდამხვევი, კაშკაშა მზითა და სუფთა ჰაერით სავსე სიყვარულის ამბავი, რომელსაც ფრანსუაზ საგანი ისე ხედავს და გვიყვება, როგორც მხოლოდ მას შეუძლია – თვალისთვის უხილავი დეტალების შემჩნევით და უფაქიზესი სიმახვილით. ...საგანის პროზა, მოგონებებიცა და რომანებიც და ნოველებიც და პიესებიც [...] მიპატიჟებაა დღესასწაულზე, მიპატიჟებაა მასკარადზე, წარმოდგენაზე, სადაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ იქიდან წამოყოლილი სურნელი თუ გული და მეხსიერებაც ხელს გიწყობს ადამიანს, სამუდამოდ გამოგყვება, ვისაც კაბების შრიალი უყვარს, ვისაც თამაში უყვარს, შამპანური და კარგი მანქანები; ვისაც სჯერა, რომ სევდა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ვინც სხვებთან ერთად კარგად გრძნობს თავს, მაგრამ მარტო – კიდევ უფრო უკეთ, ვისთავისაც სიცოცხლე განცდა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებია, ვინც იცის, რომ შეიძლება დასცინო ადამიანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, კეთილი დარჩე. ზაალ ჩხეიძე
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები