თანამედროვის ჩანაწერები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

7

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია „წითელი 70“ სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მისი დასრულების შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო და ეპოქალური გამოცემებით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გაააზრებინოს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე. გერონტი ქიქოძის „თანამედროვის ჩანაწერები“ საბჭოთა საქართველოში იწერებოდა. ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ფაქტის გამოა საყურადღებო, როგორც საბჭოთა კავშირის სისხლიანი ეპოქის თანადროული აღმწერი. დიდი ქართველი კრიტიკოსი ქვეყნის თითქმის 40-წლიან პერიოდზე გვიამბობს – ობიექტურობისა და ქრონოლოგიის დაცვით. წერს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე, თავისუფლების დაკარგვის, დიდი ტერორის შემოქმედთა და რეპრესირებულთა შესახებ. გერონტი ქიქოძე წერს სტალინიზმის რეჟიმს შეწირულ ისეთ დიდ სახელებზე, როგორებიც იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი... ესაა წიგნი გამაოგნებელი სისასტიკის, აბსურდისა და ბოროტების მრავალწლიან სისხლიან ქრონიკაზე, რომლის წერაც გერონტი ქიქოძემ 1954 წლის 12 მარტს დაასრულა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941513831
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები160
გამოცემის წელი2025