მდუმარე სახლი

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

10691

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„მდუმარე სახლი“ ცნობილი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის, რიგით მეორე რომანია. იგი 1980–1983 წლებშია დაწერილი და ორჰან ფამუქის შემდგომი რომანების მსგავსად, დიდად პოპულარულია მისი სამშობლოს ფარგლებს გარეთაც; არაერთი უცხოური ლიტერატურული პრემიის მფლობელიცაა. რომანში წამოჭრილი პრობლემა – გაუცხოება – არახალია მსოფლიო ლიტერატურისათვის, მაგრამ ფამუქის – დიდი მწერლის ღირსება იმაშია, რომ კაცობრიობის მარადიულ სატკივარს მეტ სიმძაფრეს სძენს. ამას ერთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საკითხიც, რომელიც ფამუქის შემოქმედებაში პირველად სწორედ „მდუმარე სახლში“ წამოიჭრა და შემდეგ სხვა რომანებშიც გადავიდა. პირველად ამ რომანში გაბატონდა აზრი, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ზღვარის მოშლის მცდელობა განწირულია. ამ რომანის გმირი მიხვდა, რატომ არის აღმოსავლეთი აღმოსავლეთი და დასავლეთი – დასავლეთი.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-994115-758-5
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები314
მთარგმნელილია ჩლაიძე
გამოცემის წელი2012