უბის წიგნაკიდან

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

10

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია „წითელი 70“ სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მისი დასრულების შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო და ეპოქალური გამოცემებით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გაააზრებინოს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე. 1937 წელს, უკვე დაპატიმრებული მიხეილ ჯავახიშვილის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკების სერიას მწერლის ქალიშვილის, ქეთევან ჯავახიშვილის წყალობით გადაურჩა უბის წიგნაკები, რომელსაც დიდი მწერალი 1924 წლიდან 1935 წლამდე აწარმოებდა. ქართველი კლასიკოსის ბინაში მისული ჩეკისტები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ხელიდან გამოეცალათ ხელნაწერები, რომლებშიც ჯავახიშვილს მათზე და მთელ საბჭოთა რეჟიმზე უამრავი დაკვირვება ჰქონდა ჩანიშნული. ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ მწერლის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება აღსავსე იყო კრიტიკით, ლანძღვითა და მუქარით. ფურცელ-ფურცელ იძერწებოდა მისი სულიერი ბიოგრაფია და მხატვრული ძიებანი. მკითხველის წინაშეა დიდი მწერლის ვნებანი უამრავი ყოფითი, ეროვნული, სოციალური თუ ლიტერატურული საიდუმლოს ამოსახსნელად.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები472
გამოცემის წელი2025