ანდერძი და მემკვიდრეობა
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
402
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვიგდის იორთი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ანდერძი და მემკვიდრეობა“ ვიგდის იორთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნმა საერთაშორისო პოპულარობა 2022 წელს ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვედრით მოიპოვა. ბერგლიოტი ჟურნალის რედაქტორი და წარმატებული დრამატურგია. არის სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია. მისი ცხოვრება მშვიდად, მდორედ მიედინება, მაგრამ – მხოლოდ ერთი შეხედვით. მას შემდეგ, რაც მისი მოხუცებული მშობლები გადაწყვეტენ, საკუთარი მემკვიდრეობა ოთხ შვილს გაუნაწილონ, ბერგლიოტი თავისდაუნებურად ჩაერთვება დავაში. ეს ამბავი ქალს მისთვის საძულველ წარსულში ითრევს. დავა თანდათან გაცილებით ღრმა ოჯახურ პრობლემებს ააშკარავებს, ვიდრე ეს მატერიალურ ქონებასა და საკუთრებაზე უთანხმოებაა. ოჯახი, რომელსაც ბერგლიოტი წლების წინ ჩამოშორდა, შემზარავ საიდუმლოს მალავს. მიზეზი საგულდაგულოდაა მიჩქმალული. მასზე საუბარი არავის არ სურს. თანდათან ფარდა ეხდება ოჯახის ტრავმას – ფაქტს, რომლის მიუღებლობამაც ბერგლიოტს ცხოვრება დაუმახინჯა. დიდი და პატივსაცემი ოჯახი კი „ნორმალური“ კალაპოტიდან ამოაგდო. თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი ვიგდის იორთი დაიბადა 1959 წელს. გაიზარდა ოსლოში. შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა და პოლიტიკური მეცნიერებები.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები