ადამიანები მოპირდაპირე ფანჯარაში
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
389
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჟორჟ სიმენონი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რომანში მოქმედება გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში ვითარდება. ბოლშევიკებმა თან შიმშილი და სიღატაკე მოიტანეს, რასაც რეპრესიებითა და მყვირალა ლოზუნგებით ჩქმალავენ. ამ სასაზღვრო ქალაქში ყველას უთვალთვალებენ. შინაური თუ გარეული, ყველა საბჭოეთის მტერია, მათ შორის, თურქეთის კონსულიც. ორი რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის შეჯახების ფონზე ვითარდება თურქი დიპლომატისა და მისი მდივნის, რუსი გოგონას, სასიყვარულო ისტორია. როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს, ჟორჟ სიმენონს, ამ სევდიანი რომანის დაწერა ბათუმში მოგზაურობამ შთააგონა. სიმენონი ბათუმში ორჯერ — 1933 და 1938 წლებში — ჩამოვიდა. “შემიყვარდა ეს მხარე... განა შეიძლება დაგავიწყდეს ბათუმის სანაპირო, პორტი, სამხრეთული ბობოქარი ფერები, ზღვის ალერსიანი მოქცევა, მაგრამ მთავარი ხალხია... თუ ბათუმში მოხვდებით, სალამი გადაეცით ჩემს საყვარელ ქალაქს“, — უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა (1986). ბათუმში ყოფნის დროს სიმენონმა გაიცნო სომხეთში თურქეთის კონსული. სწორედ მასთან შეხვედრამ უბიძგა დეტექტიური ჟანრის დიდოსტატად აღიარებულ მწერალს დაეწერა ეს მრავალმხრივ საინტერესო რომანი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის სრულიად ახალი რაკურსით წარმოაჩენს საუკუნის წინანდელი საქართველოს სოციალური და კულტურული ყოფის სურათებს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები