XVI
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
375
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სალომე კირვალიძე
გამომცემლობა
სალომე კირვალიძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რომანი ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს. წიგნის მთავარი პერსონაჟი, კასი,თვითდამკვიდრების პროცესშია. იგი, იმ დროისთვის, საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებას იღებს, ტოვებს სამშობლოს და ახალი თავგადასავლების ძიებაში, რეემანიაში მიემგზავრება. სხვადასხვა სირთულისა და ახალი ცხოვრების გამოწვევების ქარცეცხლში, იგი გაიცნობს ჰარის, რომელიც, მის მსგავსად, საკუთარი თავის ძიებაშია. ქალ-ვაჟის მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდება. კასი ცდილობს იბრძოლოს ამ სიყვარულისთვის, თუმცა ჰარის რთული ხასიათის გამო, ურთიერთობას მუდმივი კითხვის ნიშნები სდევს თან. უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს თან ერთვის ხანგრძლივი დაშორება და კასის თავს დამტყდარი ჯანმრთელობის პრობლემები. ფსიქოემოციურად და ფიზიკურად გადაღლილი კასი თანხმდება ხანგრძლივად გაუჩინარებული და მოულოდნელად დაბრუნებული ჰარის, ავანტიურულ ნაბიჯს და ისინი ქმნიან ოჯახს. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების ნათელი წერტილი პატარა ოტოს დაბადებაა, თუმცა ავანტიურა,საბოლოოდ, არ ამართლებს და კვლავ პრობლემები იჩენს თავს, რაც მეტწილად, კვლავ ჰარის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობს. წყვილი გამოსავალს ერთმანეთისაგან პაუზის აღებაში ხედავს , რის შემდეგაც, ჰარი ისევ ტოვებს სამშობლოს და რეემანიაში მიემგზავრება. სიტუაცია რადიკალურად იცვლება ჰარის დედის, ლოლას, ვიზიტით. იგი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოუთხრობს კასის და ნათლად დაანახვებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჩამოყალიბებაში ოჯახს, ან რატომ არის ჰარი დღეს ასეთი და რაოდენ სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს მშობლების მიერ დაშვებული შეცდომები შვილებისათვის. კასი იღებს გადაწყვეტილებას, გაემგზავროს რემანიაში სამუშაოდ, სადაც წყვილის შეხვედრა ისევ შედგება. ახლა უკვე სამეული იმ ადგილზე იკრიბება, სადაც თავის დროზე ჰარისა და კასის სიყვარულს ჩაეყარა საფუძველი და დგება კულმინაციური მომენტი, ჰარი ფოტოსურათს აჩვენებს კასის, საიდანაც ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების ნათელი პერსპექტივა მოსჩანს და ახლა გადამწყვეტი სიტყვა მასზეა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები