ჩუმჩუმა ამერიკელი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
223
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გრაამ გრინი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გრაამ გრინს „ჩუმჩუმა ამერიკელის“ დაწერა ინდოჩინეთში მიღებულმა შთა-ბეჭდილებებმა შთააგონა - ის იქ 1955-1956 წლებში ჟურნალ The New Republic-ის კორესპონდენტად მუშაობდა. 50-იანი წლების სამხრეთი ვიეტნამი საფრანგეთის, ამერიკისა და ავანტიურისტი გენერლების სათარეშოდ გადაქცეულიყო. ხანში შესული ინგლისელი ჟურნალისტის თომას ფაულერის, მისი მეგობარი გოგონასა და ახალგაზრდა ამერიკელი ოლდენ პაილის სასიყვარულო სამკუთხედის ბედი სწორედ ქვეყანაში განვითარებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ამბებმა გადაწყვიტა. ფაულერი თითქოს დამკვირვებელია, ის მხოლოდ ფაქტებს აღნუსხავს და ჟურნალში კორესპონდენციებს გზავნის, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მოუწევს რომელიმე მხარეს დადგეს და... ის ამერიკის პოლიტიკას უპირისპირდება. საბოლოოდ ფაულერი ახალგაზრდა ამერიკელის - პაილის მკვლელობის ხელშემწყობი გახდება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები