შორი თეთრი მწვერვალი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
50
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
რევაზ ინანიშვილი
გამომცემლობა
რევაზ ინანიშვილის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
შეიძლება უცნაურია, ძალიან უცნაურიც, მაგრამ, ამ წიგნს რომ გთავაზობ, მეჩვენება, რომ მე ერთი ჯერაც უცნობი მებაღე ვარ, შენ - ჩემი კეთილი სტუმარი. მე ჩემს პატარა ბაღში ყველაზე კარგ, ყველაზე ლამაზ ყვავილებს ვკრეფ, ერთ თაიგულად ვკონავ და მაღლა მდგარს დაბლიდან გაწვდი. შენ უთუოდ უკეთეს თაიგულებს გიძღვნიდნენ. მაინც გამომართვი ეს ყვავილები კლდის ნაჟურით არის მორწყული, მათი სურნელება, სადაც არ უნდა იყო, ჩემს მიწას გაგახსენებს, ჩემს ველებსა და მთებს. ამ ველებზე და მთებზე ახლა დილის ნათელი მზე დგას, ბექს გადადიან სამუშაოდ მიმავალი კისკისა ქალიშვილები, ბალახებში მშვიდი ცვარ-ნამი თრთის. შენ გიყვარს ეს დილის ნათელი მზე, მშვიდად მოციმციმე ცვარნამი, გზადმიმავალთა კისკისა, ალერსიანი ხმები. მე მინდა გიყვარდეს შორიდან შეუმჩნეველი ჩაჩოქილი კაციც - მდუმარე მლოცველივით დახრილი მიწისკენ - საკუთარი ფრჩხილებით რომ ურუებს მცენარეებისკენ წყალს. მე მინდა ამ კაცს შენი იმედი ჰქონდეს, - ოდესმე შენც ჩაიხრები მის გვერდით, შენც ჩაყოფ მიწაში ხელებს, შენ გააგრძელებ მის მიერ წამოღებულ რუს. "ნაკადული", 1976
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები