დროის ენერგია IX
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
167
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვაჟა პაპიძე
გამომცემლობა
ვაჟა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
დროის ენერგიის წინგთა კრებულის მეეცხრე შემონაქმედის მეექვსე ნაწილში, გაეცნობით ჩვენი გმირის მიერ შექმნილ უნიკალურ ხელსაბამის დანიშნულებას,რომელსაც მიწოდებული ინფორმაციის კვალდაკვალ ძალუძს, უმოკლეს დროში უზრუნველყოს მიცემული დავალებათა შესრულება... მისი ხელმძღვანელობით დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც საგანგებო შემთხვევათა მარეაგირებელი როლის შესრულებასთან ერთად აკისრია სრულიად დედამიწის უსაფრთხოების დაცვა,როგორც შიგნით, ასევე ციური სხეულებიდან მომდინარე საშიშროებათა მიმართაც. დღევანდელი სტიქიური და სხვა რიგი ქაოტური მოვლენების მიზეზთა გამოკვლევა იმ მიზნით,რომ შემთხვევით ხომ არ არის დამოკიდებული რომელიმე ცთომილიდან უკვე კართან მომდგარი აგრესიული ქმედებებისა. მამა-შვილის მიერ მიკვლეული იქნა დედამიწაზე შემოჭრილი პათოლოგიური მიკროორგანიზმების წარმომავლობა,ამასთანავე ცნობილი გახდა შემომტანების უგვანო მიზნებიც. მიგნებული იქნა მოსაზღვრე გალაქტიკის იმ ცთომილის ჰუმანოიდები, რომლებმაც ჩვენ მიმართ აამუშავეს ეს უდიერი პროგრამა... მომავალში, ამგვარი განუკითხაობის თავიდან ასაცილებლად შექმნეს საგალაქტიკთაშორისო უსაფრთხოების კავშირი, რომლის ძირითადი მიზანია ცივილიზაციებს შორის მშვიდობიანი ურთიერთაშორისო თანაარსებობა და შესაძლო თანამშრომლობა.თუ რარიგად ახერხებენ ამ მისიის შესრულებას, ნაწარმოების სიღრმეში უფრო ვრცლად გაეცნობით. დროდადრო სამყაროს ოთხივე რეგიონში მოძიებული იქნა ზემაღალ- სიხშირული ველი, ელექტრომაგნიტური სიმძაფრით და ამ ველების ცენტრიდანი,ხოლო რა როლის მატარებლები არიან, მათ დანიშნულებას თვალნათლივ გაარკვევთ რომანის მეორე ნაწილის გვერდებზე. აქვე ინტერესით იკითხება შორეულ გალაქტიკის ორ ცივილურ ცთომილს შორის მწვავე დაპირისპირება, უმდიდრესი წიაღისეულის მქონე მესამე ცთომილის გამო. ვინაიდან საბრძოლო ტექნიკა, ორივე მხარეს განთავსებული ჰქონდათ არა ზედეთზე, არამედ კოსმიურ სივრცის არეალში, თავგამტაც საომარ მოქმედებებსაც ზესკნელში აწარმოებდნენ. მათი ბრძოლების შეჩერებას რა ხერხით აგვარებს ჩვენი გმირი, მონათხრობის დასასრულს აღტაცებას ვერ დამალავთ. შემონაქმედი იქმნებოდა წმინდა მიწაზე. ვ. პაპიძე
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები