სიზმრების სასახლე
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
485
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ისმაილ კადარე
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ისმაილ კადარეს (1936-2024) ამ ყველაზე იდუმალ რომანში – „სიზმრების სასახლე“ – სახელმწიფო დიდმოხელეთა ოჯახის წარმომადგენელი, მარკ-ალემი, მუშაობას იწყებს ქვეყნის ყველაზე იდუმალ, ყველაზე ძლევამოსილ და შემაძრწუნებელ დაწესებულებაში, ადმინისტრაციაში, რომელსაც ყველასი და თითოეულის სიზმრების შეგროვება, გადარჩევა, კლასიფიცირება და ინტერპრეტაცია ევალება – დედაქალაქით დაწყებული, ქვეყნის ყველაზე შორეული სოფლებით დამთავრებული. ამ სიზმრებიდან უნდა შეირჩეს მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიზმარი (თავსიზმარი), რომლითაც იმპერიისა და მისი ტირანის ბედისწერის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი. მარკ-ალემი ნაბიჯ-ნაბიჯ ადის კარიერის კიბეზე, მიუყვება დაწინაურების სიმძაფრითა და ვნებათაღელვით სავსე გზას და, ბოლოს, დაწესებულების უმაღლეს თანამდებობასაც აღწევს. თუმცა, შიში იმისა, რომ დაუნდობელი და ჯოჯოხეთური ბიუროკრატია საბოლოოდ მასაც მოუღებს ბოლოს, მოსვენებას არ აძლევს. არავინ იცის, რით დასრულდება მისი იდუმალებით მოცული თავგადასავალი…
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები