ნუციკოდან ნუციკომდე
რეიტინგი
3 / 5
ნახვა
209
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ირაკლი სამსონაძე
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ნუციკოდან ნუციკომდე“ განსაკუთრებული წიგნია – ჟანრობრივად, აზრობრივად, სტილურად, იდეურად. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარი ზღვრული წიგნიცაა – ორ სამყაროს შორის მოხელთებული ხატებით და მოვლენებით შექმნილი, სააქაოს და საიქიოს გასაყარზე დაგროვილი კაცობრიული გამოცდილების – ხელთუქმნელი ნაგვის გადამმუშავებელი და სრულიად ახალ, პარადოქსულ საზრისებში ჩამღვრელი. წიგნი, რომელიც ფორმალისტურ/იდეური ძიებებისა და აღმოჩენების მიღმაა, მეტიც – მხატვრულ/შემოქმედებითი ამოცანების მიღმაც – ის თავადაა ცხოვრება, რომელსაც აღწერს. ის ამ ცხოვრების ხმა და სუნთქვაა, თვალი და სულია. ირაკლი სამსონაძე ენის და თხრობის ოსტატია – ენის კარნახით ქმნის ახალ მითებს, სადაც ყველაფერი ახალ და უტყუარ წესრიგს ემორჩილება. იდეური კოდები იძებნება ცალკეულ პერსონაჟებში – აბზინდა და ონანი, ნინო და ლაჰიმა, ელიშგუდი და ნოფათი, მესამე თაობის ქუჩელები და რჯულისკაცები. ისინი ერთი მთლიანი აპოკალიპტური სამყაროს ნაწილნიც არიან და სრულიად თავისთავადი, ეგზისტენციალური მარტოობის ბინადარნიც. ერთმანეთისგანაც გამომდინარეობენ და ერთმანეთსაც გამორიცხავენ. მათი ხილული თუ ფარული კონფლიქტი სიკვდილ-სიცოცხლის ახალი წესრიგის ანარეკლია, კაცობრიული კულტურის მეხსიერებაში ღრმად შთაფლული და ტრაგიკული იმპულსით გაცოცხლებული. მათი გზაც ადამის გზაა – ცოდვამდელი და ცოდვისშემდგომი. მიზანი კი იმ საზღვრის კვლევაა, თუ სად დაიშვა ცოდვა. ეს საკითხი მსოფლიო ლიტერატურისთვის კარგადაა ნაცნობი და ოდითგანვე ბევრი მწერალი უტრიალებს მას. ადამიანის ბედი/ბედისწერა სამყაროში ხელოვნებას ყოველთვის აღელვებს. „ნუციკოდან ნუციკომდე“ ამ დისკურსში ხედვის/ფორმის ახალი აქცენტებით შემოდის – დროისა და სივრცის მიღმა, „სხვა ნაპირის“ ცნობიერების ნაკადით; ცხედრისა და პოსტაპოკალიფსური ნაშიერის ცნობიერებით. ამ ველში ელვის სისწრაფით ჩნდება და ქრება მირიადი საზღვარი, სივრცეც და დროც და ბატონდება შემზარავი უსასრულობა, რომელიც შესაძლოა იყოს კიდეც ყველა ადამიანური შეკითხვის პასუხი, ანდა პირიქით – უპასუხო შეკითხვების წნეხში გაჭყლიტოს ფიქრის აქტში, როგორც საკრალურ რიტუალში მონაწილე ადამიანი.“ – ნინო სადღობელაშვილი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები