კასტელიო კალვინის, ანუ სინდისი ძალადობის წინააღმდეგ

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

380

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

დიოგენე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ქართველი მკითხველი კარგად იცნობს შტეფან ცვაიგის შემოქმედებას. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ ამ შესანიშნავი ავსტრიელი მწერლის ცნობილი ნაწარმოების - „სინდისი - ძალადობის, კასტელიო კალვინის წინააღმდეგ“ პირველ ქართულ თარგმანს. ამ პოლემიკური ხასიათის თხზულებაში ასახულია XVI საუკუნის რეფორმაციის პერიოდი შვეიცარიაში - ევროპის განვითარების ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელმაც, ფაქტობრივად, განსაზღვრა დღევანდელი ევროპის სახე. მწერალი განიხილავს ისეთ მარადიულ თემებს, რომლებიც არცერთი ხალხისთვის არცერთ ეპოქაში არ კარგავს აქტუალობას. პროტესტანტიზმის მამების - ჟან კალვინისა და სებასტიან კასტელიოს დაპირისპირებით ავტორი ბრწყინვალე ენით გადმოსცემს ორი განსხვავებული იდეოლოგიის დაპირისპირებას და აცოცხლებს ფანატიზმის შემზარავ სახეს. როგორც თავად შტეფან ცვაიგი იტყოდა: „ყველა დესპოტია ოდესმე ძველდება ან სუსტდება, ყველა იდეოლოგია და მათი დროებითი გამარჯვებები ჟამთა სვლასთან ერთად სრულდება. მხოლოდ სულიერი თავისუფლების იდეათა იდეაა მარადიული და უძლეველი და იგი მუდამ ბრუნდება. თუ დროებით გააჩუმეს, სინდისს შეაფარებს თავს, სადაც მას ვერაფერი შეავიწროებს... ყოველ კალვინს ისევ და ისევ აუჯანყდება რომელიმე კასტელიო და ყველა მოძალადე ხელისუფლებისგან დაიცავს მრწამსის თავისუფლებას.“

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941118661
გამომცემლობადიოგენე
გვერდები228
თარგმანიგერმანულიდან
მთარგმნელიმაია ბოჭორიშვილი
გამოცემის წელი2024