ფერდინანდ დიდებული

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

157

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ქალაქის ყველაზე ლამაზ ქუჩას მიუყვებოდა ელეგანტური ჯენტლმენი, რომელიც დროდადრო მაღაზიების ვიტრინებთან ჩერდებოდა. ერთობ შვენოდა ახალთახალი კოსტიუმი. გამვლელები აღტაცებული შესცქეროდნენ, ის კი მათ თანდაყოლილი მომხიბლაობით აღსავსე ღიმილით პასუხობდა. ამ დროს მისი თეთრი კბილები წამით გაიელვებდა ხოლმე – მხოლოდ ოდნავ, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. ქუჩის ბოლოში რომ გავიდა, მეორე მხარეს გადავიდა და ახლა საწინააღმდეგო მიმართულებით წამოვიდა. მსუბუქი, მხნე, ბედნიერი. ეს ფერდინანდი იყო! უკვე მეხუთედ თუ მეექვსედ მიუყვებოდა ამ ქუჩას. არაფერია გასაკვირი – როცა ცხოვრებაში პირველად გაცვია ახალი ტანისამოსი, გინდა, რომ მასში გამოწყობილმა ქალაქის ყველაზე ლამაზი ქუჩები მოიარო. ეგ არის, რომ ნებისმიერი ულამაზესი ქუჩა, თვით ყველაზე გრძელიც კი, სადღაც მთავრდება. ფერდინანდს, როცა ამას მიხვდა, ისღა დარჩენოდა, მეზობელ ქუჩაზე შეეხვია, ანდა შეტრიალებულიყო და იმავე გზას დასდგომოდა. არჩევანი მეორე ვარიანტზე შეაჩერა. ასე გავიდა ყველაზე ლამაზი ქუჩის მოპირდაპირე ბოლოში და ისევ შემოტრიალდა. და მერე ისევ. და ისევ. ასე მიუყვებოდა ქუჩას მეხუთედ თუ მეექვსედ.“ ეს „ელეგანტური ჯენტლმენი“ პოლონელი მწერლის, ლუდვიკ იეჟი კერნის წიგნის მთავარი პერსონაჟია – ერთი ჩვეულებრივი ძაღლი, რომელსაც სრულიად არაჩვეულებრივი სიზმარი ეწვია. და ჩვენც, წიგნის მკითხველები, სიხარულითა და ხალისით „ვისმენთ“ ფაქიზი იუმორით გაჯერებულ ფანტასტიკურ ამბავს. „ფერდინანდ დიდებული“ თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, რომელთა რიცხვს ახლა ქართულიც შეემატა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-9877-7-9
გამომცემლობასიესტა
გვერდები160
თარგმანიპოლონურიდან
მთარგმნელიმანანა კუზმა
გამოცემის წელი2024