ექიმი ჟივაგო

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

667

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ნოდარ ნონიაშვილმა ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“ პირველად 1957 წელს იტალიაში გამოიცა. ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში რომანის გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში. საბჭოური ლიტერატურული კრიტიკა რომანს უმკაცრესად, დაუნდობლად შეხვდა. დანარჩენი მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ კი ის საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. ამ წიგნისათვის ბორის პასტერნაკს 1958 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ მწერალი აიძულა პრემიაზე უარი ეთქვა. რომანის სიუჟეტი ვითარდება 1905 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში. მთავარი გმირის – ნიჭერი და პატიოსანი რუსი ინტელიგენტის, ექიმისა და პოეტის – იური ჟივაგოს ცხოვრების აღწერის ფონზე დახატულია ის მძაფრი ქარტეხილები, რომელთაც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში შეძრეს რუსული სინამდვილე. პასტერნაკი ზედმიწევნით, უშუალოდ და დამაჯერებლად გადმოსცემს რევოლუციისა და სამოქალაქო ნგრევის ყოვლისმომცველი ტალღების მიერ ბუდედანგრეული, სასოწარკვეთილი და განწირული ადამიანების განცდებს...

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-476-26-6
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები792
თარგმანირუსულიდან
მთარგმნელინოდარ ნონიაშვილი
გამოცემის წელი2019